დანელია: რისკები შესაძლოა ყველა ბაზარს ახლდეს

© photo: Sputnik / Эдуард Песов / გადასვლა მედიაბანკშიხილი და ბოსტნეული
ხილი და ბოსტნეული - Sputnik საქართველო
გამოწერა
რუსეთის ფედერაციის სოფლის მეურნეობის სამინისტრო მუშაობს დადგენილების პროექტზე პროდუქტებზე ემბარგოს შემოღებასთან დაკავშირებით, იმ ქვეყნების წინააღმდეგ, რომლებიც ანტირუსულ სანქციებს შეუერთდნენ.

თბილისი, 6 აგვისტო — Sputnik. „გამართლებულია ყველა ბაზარზე შესვლა, რისკები შესაძლოა ყოველთვის ახლდეს ყველა ბაზარს და რისკებისგან არცერთ ქვეყანაში ვართ დაზღვეულები", —  განაცხადა საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრმა ოთარ დანელიამ ქართულ პროდუქციაზე რუსეთის შესაძლო ემბარგოსთან დაკავშირებით. 

 რუსეთის ფედერაციის სოფლის მეურნეობის სამინისტრო მუშაობს დადგენილების პროექტზე პროდუქტებზე ემბარგოს შემოღებასთან დაკავშირებით, იმ ქვეყნების წინააღმდეგ, რომლებიც ანტირუსულ სანქციებს შეუერთდნენ. უწყებაში განაცხადეს, რომ კონტრზომების შემოღების საკითხი განიხილება საქართველოს წინააღმდეგაც.  „ქვეყნების სია ზუსტდება“, — განაცხადა სამინისტროს წარმომადგენელმა. 

 „რისკები შესაძლოა ყოველთვის ახლდეს ყველა ბაზარს და რისკებისგან არცერთ ქვეყანაში ვართ დაზღვეულები.  სწორედ ამიტომ ქვეყანამ დაიწყო დივერსიფიკაციის პოლიტიკა გასულ წელს, რამაც შედეგი გამოიღო. სხვა შემთხვევაში გვექნებოდა ძალიან ცუდი სურათი ექსპორტის თვალსაზრისით“, — განაცხადა ოთარ დანელიამ ტელეკომპანია  „რუსთავი —2“-ს ეთერში.

 ქართული პროდუქცია გადის მსოფლიოს ბევრ ქვეყანაში — აზიაში, ამერიკაში, მათ შორის პოსტსაბჭოთა სივრცის ქვეყნებში  და ჯერჯერობით რაიმე ხარვეზი არ ყოფილა. ჩვენ რა თქმა უნდა უნდა შევისწავლოთ და გავითვალისწინოთ ყველაფერი რომ ნებისმიერი ხარვეზი გამოვრიცხოთ“, — განაცხადა სამინისტროს ხელმძღვანელმა. 


ყველა ახალი ამბავი
0