პრემიერ-მინისტრი სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევით ცენტრს ეწვია

© facebook.com/GaribashviliOfficialსოფლის მეურნეობის სამინისტროს სამეცნიერო-კვლევითი ცენტრი
სოფლის მეურნეობის სამინისტროს სამეცნიერო-კვლევითი ცენტრი - Sputnik საქართველო
გამოწერა
„ჩვენ ვნახეთ ხორბლის ჯიშები, ასევე, ცენტრში 440 ვაზის ჯიშის აღდგენა მოხდა. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი და ეროვნული საქმე“, - აღნიშნა ირაკლი ღარიბაშვილმა.

თბილისი, 6 აგვისტო — Sputnik. სოფლის მეურნეობის სამინისტროს განახლებული  სამეცნიერო-კვლევითი ცენტრი მოინახულა ხუთშაბათს, 6 აგვისტოს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, სოფლის მეურნეობის მინისტრ ოთარ დანელიასთან ერთად. ამის შესახებ პრემიერ მინისტრის პრეს-სამსახური იტყობინება. 

 სოფლის მეურნეობის სამინისტროს სამეცნიერო-კვლევითი ცენტრი 2014  წელს შეიქმნა და ბოლო 20 წლის მანძილზე პირველად, ბევრი მიმართულებით მნიშვნელოვანი კვლევები მიმდინარეობს.

 „პროექტი 2006 წელს, ბიძინა ივანიშვილის დაფინანსებით დაიწყო და შემდეგ, მთელი ბაზა, რომელიც რამდენიმე ათეული მილიონი ლარი დაჯდა, სახელმწიფოს გადაეცა. სამეცნიერო-კვლევით ცენტრში მიმდინარეობს კვლევები ბევრი მიმართულებით და ეს ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან ცენტრი ჩვენს ფერმერებს დაეხმარება, სწორად დაგეგმონ მეურნეობა", — განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

 მთავრობა მაქსიმალურ მხარდაჭერას უცხადებს ფერმერებს რეგიონებში, რომელთაც გამოყვანილი კულტურების ნერგები უფასოდ ურიგდებოდათ. სახელმწიფო ამჟამად ეხმარება კოოპერატივებს, რათა ქართული ენდემური ჯიშები მთელს საქართველოში გავრცელდეს.

 „ჩვენ ვნახეთ ხორბლის ჯიშები, ასევე, ცენტრში 440 ვაზის ჯიშის აღდგენა მოხდა. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი და ეროვნული საქმე“, —  აღნიშნა ირაკლი ღარიბაშვილმა. 

 

ყველა ახალი ამბავი
0