სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის შექმნამ საკადრო ცვლილებები გამოიწვია

© photo: Sputnikთბილისი
თბილისი - Sputnik საქართველო
გამოწერა
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური მთავრობის ინიციატივით, საქართველოს შსს-ს სტრუქტურის ნაწილისაგან შეიქმნა. მას სათავეში ვახტანგ გომელაური ჩაუდგა. ახალ თანამდებობაზე დანიშვნამდე, გომელაურს შს მინისტრის პოსტი ეჭირა.

თბილისი, 6 აგვისტო — Sputnik. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსაგან სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის გამოყოფამ, საკადრო ცვლილებები გამოიწვია. პრემიერ-მინისტრის შესაბამისი ბრძანებულებები ხუთშაბათს, 6 აგვისტოს შევიდა ძალაში. 

 სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური მთავრობის ინიციატივით, საქართველოს შსს-ს სტრუქტურის ნაწილისაგან შეიქმნა. მას სათავეში ვახტანგ გომელაური ჩაუდგა. ახალ თანამდებობაზე დანიშვნამდე, გომელაურს შს მინისტრის პოსტი ეჭირა. იგი ამ პოსტზე პრობაციისა და სასჯელაღსრულების ყოფილმა მინისტრმა გიორგი მღებრიშვილმა შეცვალა. 

 მოადგილეთა დანიშვნის შესახებ ბრძანებების თანახმად, გომელაურთან ერთად ახალ სამსახურში გადავიდა მისი ორი მოადგილე — იოსებ გოგაშვილი და ლევან იზორია. მესამე მოადგილე მირიან მჭედლიშვილი გახდა, რომელსაც გომელაურის უწყებაში სახელმწიფო უსაფრთხოების სააგენტოს ხელმძღვანელის პოსტი ეჭირა. 

 რაც შეეხება შსს-ს ახალ ხელმძღვანელს გიორგი მღებრიშვილს, მისი მოადგილეები გახდნენ გომელაურის ყოფილი მოადგილეები — თეიმურაზ მღებრიშვილი, არჩილ თალაკვაძე და გიორგი ხუციშვილი.


ყველა ახალი ამბავი
0