ქართველი მძღოლი ტერაქტის შემდეგ თურქეთის ჟანდარმერიაში იმყოფება

© photo: Sputnik / Андрей Стенин / გადასვლა მედიაბანკშითურქეთის პოლიციასა და პროტესტანტებს შორის შეხლა-შემოხლა.
თურქეთის პოლიციასა და პროტესტანტებს შორის შეხლა-შემოხლა. - Sputnik საქართველო
გამოწერა
პირველი თავდასხმა 31 ივლისს მოხდა, როცა ტრაილერების მძღოლები, რომლებიც ერზრუმის მიმართულებით გადაადგილდებოდნენ, შეიარაღებულმა პირებმა დააკავეს. მათ დაწვეს ტრაილერები და მძღოლები კი მხოლოდ მრავალსაათიანი ტყვეობის შემდეგ გაანთავისუფლეს.

თბილისი, 6 აგვისტო — Sputnik. თურქეთში მორიგი ტერაქტის დროს დაზარალებული ქართველი მძღოლი ჟანდარმერიაში იმყოფება, ამის შესახებ თურქეთში საქართველოს ელჩმა ირაკლი კოპლატაძემ 6 აგვისტოს, პარასკევს, ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში განაცხადა. 

 თურქეთის სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში 4 აგვისტოს ქართველ მძღოლზე თავდასხმა ბოლო კვირის მანძილზე მესამედ მოხდა. 

 პირველი თავდასხმა 31 ივლისს მოხდა, როცა ტრაილერების მძღოლები, რომლებიც ერზრუმის მიმართულებით გადაადგილდებოდნენ, შეიარაღებულმა პირებმა დააკავეს. მათ დაწვეს ტრაილერები და მძღოლები კი მხოლოდ მრავალსაათიანი ტყვეობის შემდეგ გაანთავისუფლეს. მეორე შემთხვევა იმავე სცენარით 1 აგვისტოს მოხდა. 

 მანამდე დაზარალებული მძღოლები საქართველოში გამოამგზავრეს. ბოლო დაზარალებული მძღოლი კი ჟანდარმერიაში იმყოფება, სადაც საქართველოს ელჩის თქმით, სიტუაციის ნორმალიზაციასა და იმ ზონიდან უსაფრთხო გამოსვლას ელოდება. 

 ბოლო დროს გახშირებული ტერორისტული აქტების და თურქეთის სამხრეთ-აღმოსავლეთ პროვინციებში თავდასხმების გამო, საქართველოს საგარეო-საქმეთა სამინისტრომ მოუწოდა საქართველოს მოქალაქეებს თავი შეიკავონ ამ მიმართულებით გადაადგილებისაგან.  

ყველა ახალი ამბავი
0