"მოსკვარიუმის" სტუმრები თევზებს ათვალიერებდნენ და ზღვის ვარსკვლავებს ეხებოდნენ

გამოწერა
ევროპაში ყველაზე დიდი ოკეანოგრაფიული ცენტრი "მოსკვარიუმი" რუსეთის დედაქალაქში სახალხო მეურნეობის მიღწევების გამოფენის ტერიტორიაზე გაიხსნა. იხილეთ ვიდეო, თუ როგორ ათვალიერებდნენ თევზებს და "ნადირობდნენ" ზღვის ვარსკვლავებზე გახსნის დღეს პირველი სტუმრები.

ევროპაში ყველაზე დიდი ოკეანოგრაფიული ცენტრი "მოსკვარიუმი" რუსეთის დედაქალაქში სახალხო მეურნეობის მიღწევების გამოფენის ტერიტორიაზე გაიხსნა. იხილეთ ვიდეო, თუ როგორ ათვალიერებდნენ თევზებს და "ნადირობდნენ" ზღვის ვარსკვლავებზე გახსნის დღეს პირველი სტუმრები.

"მოსკვარიუმის" სივრცე 3 ზონადაა დაყოფილი: აკვარიუმების ზონა, წყლის შოუს ზონა და 7 აუზსი დელფინების ცურვა. 12 000 კვადრატული მეტრის აკვარიუმის ზონაში 7000 წყალქვეშა არსება ცხოვრობს მსოფლიოს ყველა კუთხიდან.

ცენტრის ფართობი აუზების ფართობიანად 53 000 კვადრატული მეტრია და მასში 25 მილიონი ლიტრი წყალია. "მოსკვარიუმი" ევროპის ყველაზე დიდი სამეცნიერო-შემეცნებითი ოკეანოგრაფიული ცენტრია.

"ჩვენ შევძელით გაგვეერთიანებინა ოკეანარიუმისა და სამეცნიერო-შემეცნებიტი ცენტრის პირობები ზღვის ნაპირებიდან ასობით კილომეტრის დაშორებით", — განაცხადა ცენტრის დირექტორმა მარინა ჟურავლიოვამ.

აკვარიუმების ზონაში ასევე საბავსვო ინდეტაქტიული ზონაა — ზღვის ვარკსვლავების, კობრებისა და სკაროსების თაჩ-პული. "მოსკვარიუმში" წყლის კონდიცირებისა და მიკროკლიმატის უნიკალური დახურული სისტემაა შექმნილი. კომპლექსის საინჟინრო კომუნიკაციების სიგრძე 100 კილომეტრია. ოკეანარიუმის ასამუშავებლად ზღვის 500 ტონაზე მეტი მარილი გახდა საჭირო, ათობით ტონა კი ოკეანარიუმის სამუშაო მდგომარეობაში მხარდაჭერისთვისაა საჭირო.

ზრდასრულებისათვის "მოსკვარიუმის" დღის სეანსის ბილეთი 600 რუბლი ეღირება, საღამოს სეანსის კი 800 რუბლი, ბავშვებისთვის კი — 400 და 500 რუბლი.

ყველა ახალი ამბავი
0