თბილისი, 6 აგვისტო — Sputnik. ამერიკამ ბიდიში უნდა მოიხადოს და ის ზარალი აანაზღაუროს, რაც იაპონიამ ჰიროსიმასა და ნაგასაკის დაბომბვის შედეგად მიიღო, განაცხადა საქართველოში გლობალური კვლევითი ცენტრის ხელმძღვანელმა ნანა დევდარიანმა.
“სპუტნიკ.მნენიას“ მიერ ჩატარებული გამოკითხვის შედეგებით, რომელიც იაპონიაში კომპანია „პოპულუსმა“ (Populus) საერთაშორისო საინფორმაციო სააგენტო და რადიო „სპუტნიკისთვის“ ჩაატარა, იაპონელების უმრავლესობას (61%) მიაჩნია, რომ აშშ-მა ჰიროსიმასა და ნაგასაკის დაბომბვისთვის ბოდიში უნდა მოიხადოს. ხოლო გამოკითხულთა 74% მიიჩნევს, რომ ამ ქალაქების დაბომბვის ომით გამართლება არ შეიძლება, რადგანაც მან მშვიდობიანი მოსახლეობის მასობრივი განადგურება გამოიწვია.
„ჰიროსიმასა და ნაგასაკის დაბომბვის გამართლება შეუძლებლია, რადგანაც იმ მომენტისთვის, ფაქტობრივად, ყველაფერი თითქმის დასრულებული იყო. უფრო მეტიც, მაშინ არა მარტო იაპონიის ქალაქებში, არამედ დრეზდენშიც განხორციელდა საშინელი დაბომბვა დიდი რაოდენობის ადამიანური მსხვერპლით. მაშინ ძირითადად სამუშაო რაიონებს ბომბავდნენ და არა სამხედრო ბაზებს. აშშ-მა არა მარტო ბოდიში უნდა მოიხადოს, არამედ ის კოლოსალური ზარალიც უნდა აანაზღაუროს, რაც იაპონიას მიადგა“, — განაცხადა დევდარიანმა.