საგადასახადო მინიმუმის დაბრუნების პროცედურა 452,7 ათასმა ადამიანმა დაიწყო

© photo: Sputnikთბილისი
თბილისი - Sputnik საქართველო
გამოწერა
ერთ ნაწილს უკვე დაუბრუნდა შესაბამისი თანხა, ხოლო დანარჩენები კუთვნილს კანონით დადგენილ ვადაში მიიღებენ. დღეისათვის უკვე დაბრუნებულია 124,3 მლნ ლარი.

თბილისი, 6 აგვისტო — Sputnik. 30 ივლისის მონაცემებით, დაახლოებით 452,7 ათასმა ფიზიკურმა პირმა შეავსო შემოსავლების სამსახურის დეკლარაციის სპეციალური ფორმა, რითაც დაუბეგრავი გადასახადის მინიმუმის დაბრუნების პროცედურები დაიწყო. 

ამ სახსრების ფიზიკური პირებისთვის უკან დაბრუნების პროცესი მიმდინარე წლის 1 აპრილს დაიწყო. საქართველოს მოქალაქეებს, რომელთა დარიცხული შემოსავალი 2014 წელს არ აღემატებოდა 6 ათას ლარს, დაუბეგრავი მინიმუმის სახით, უკან დაუბრუნდებათ 360 ლარამდე თანხა (164 აშშ დოლარი).  

„იმათ ნაწილს, ვინც მოგვმართა, უკვე დაუბრუნდა შესაბამისი  თანხები, დანარჩენები კი კუთვნილ თანხას კანონით დადგენილ ვადებში მიიღებენ. დღეისათვის უკვე დაბრუნებულია 124,3 მლნ ლარი  (54 მლნ აშშ დოალრი)“, — იუწყება შემოსავლების სამსახური.  

1აპრილიდან საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის ვებგვერდზე დეკლარაციის სპეციალური ფორმა გააქტიურდა, რომლის შევსებითაც იწყება დაუბეგრავი მინიმუმის უკან დაბრუნების პროცედურა. მოქალაქეებს სპეციალური დეკლარაციის შევსება 30 სექტემბრის ჩათვლით შეუძლიათ, იუწყება შემოსავლების სამსახური. 

კერძოდ, ფიზიკურ პირს, რომლის შემოსავალი წლის განმავლობაში არ აღემატება 6 ათას ლარს, სახელმწიფო უკან უბრუნებს 360 ლარს, ხოლო  იმ შემთხვევაში, თუ მოქალაქეს შემოსავლის სახით მიღებული აქვს 1 800 ლარზე ნაკლები, მას უკან დაუბრუნდება წლის განმავლობაში მიღებული თანხის 20%. 

2014 წელს 470 ათასზე მეტმა მოქალაქემ ჯამში 130 მლნ ლარი (65 მლნ აშშ დოლარი) მიიღო. 


ყველა ახალი ამბავი
0