სიღნაღში 2016 წლისთვის 24-საათიანი წყალმომარაგება იქნება

© https://www.facebook.com/signagi?fref=tsსიღნაღი
სიღნაღი - Sputnik საქართველო
გამოწერა
პროექტს, ევროპის საინვესტიციო ბანკის დაფინანსებით, საქართველოს რეგიონული განვითარების მუნციპალური ფონდი ახორციელებს. სამუშაოებს „ბილდ ინდუსტრი“ აწარმოებს.

თბილისი, 6 აგვისტო — Sputnik. სიღნაღის წყალმომარაგების სისტემის რეაბილიტაცია 2016 წლის გაზაფხულზე დასრულდება. პროექტის ღირებულება 1 მილიონ 342,4 ათასი ლარია (584 ათასი აშშ დოლარი), იუწყება საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდი.

პროექტს, ევროპის საინვესტიციო ბანკის დაფინანსებით, საქართველოს რეგიონული განვითარების მუნციპალური ფონდი ახორციელებს. სამუშაოებს „ბილდ ინდუსტრი“ აწარმოებს. პროექტის განხორციელების შედეგად 900-ზე მეტი ოჯახი 20-24-საათიან წყალმომარაგებას მიიღებს, ასევე გაუმჯობესდება წყლის ხარისხი. 

ამჟამად 300 ოჯახს წყალი დღე-ღამეში 8 საათის განმავლობაში მიეწოდება, ხოლო 600 ოჯახს — მხოლოდ 2 საათის განმავლობაში.

გრაფიკის მიზეზს წყლის მარაგის სიმცირე და 9 კმ —იანი დაზიანებული ქსელი წარმოადგენს. მუნიციპალური განვითარების ფონდის დაკვეთით, ამჟამად მიმდინარეობს  დაზიანებული ქსელის  რეაბილიტაცია.  ასევე მოხდება 3 ახალი ჭაბურღილის გამართვა და ერთი 100 ტონიანი რეზერვუარის მშენებლობა, რის შედეგადაც, წყლის მარაგი გაიზრდება და გრაფიკის პრობლემა მოსახლეობას სრულად მოეხსნება.  

სამუშაოების  დასრულების შემდეგ, ქალაქში  მცხოვრებ  3500-ზე მეტ ადამიანს წყალთან დაკავშირებული პრობლემა მთლიანად მოეხსნება. 


ყველა ახალი ამბავი
0