თბილისი, 5 აგვისტო — Sputnik. ბრიტანეთის პოლიციამ დაადგინა კავშირი ტუნისში ორ ტერორისტულ აქტს შორის, რომლის მსხვერპლი 50-ზე მეტი ტურისტი გახდა. ამის შესახებ ტელეარხი Sky News იტყობინება.
ტუნისის ისტორიაში ყველაზე დიდი ტერორისტული შეტევა 26 ივნისს კურორტ ელ-კანტაუიზე ქალაქ სუსის მახლობლად მოხდა. სასტუმრო Imperial-თან ადგილობრივმა სტუდენტმა 30 უცხოელი სტუდენტი დახვრიტა. თავდამსხმელი პოლიციამ მოკლა. სამი თვით ადრე, 18 მარტს, ტერორისტები ტუნისის დედაქალაქში ბარდოს ეროვნულ მუზეუმს დაესხნენ თავს და მუზეუმში მყოფი ტურისტები დახვრიტეს. მაშინ 20 ადამიანი დაიღუპა.
სკოტლანდ იარდის კონტრტერორისტული განყოფილების უფროსმა რიჩარდ უოლტონმა განაცხადა, რომ დამამტკიცებელმა ბაზამ საშუალება მისცა ბრიტანელ გამომძიებლებს დაეკავშირებინა ეს ორი თავდასხმა ერთმანეთისთვის და მათ ამის შესახებ ტუნისის ხელისუფლებას აცნობეს. მან უარი თქვა დეტალების გამხელაზე, რადგან მისი თქმით, გამოძიება ჯერ კიდევ გრძელდება.
უფრო ადრე მედია იტყობინებოდა, რომ ორივე ტერაქტის უშუალო შემსრულებლები ლივიაში განთავსებულ ბანაკში იწვრთნებოდნენ, სადაც ასევე ცხოვრობს ამ ტავდასხმების ორგანიზატორი.
დაჯგუფება „ისლამურმა სახელმწიფომ“ ორივე ტერაქტზე აიღო პასუხისმგებლობა, თუმცა ქვეყნის ხელისუფლება ტერაქტების ორგანიზებაში „ანსარ აშშარიასა“ და „ოკბა იბნ ნაფაას“ ექსტრემისტებს ადანაშაულებს.