მედია: აშშ-მ თურქეთიდან სირიის ტერიტორიაზე პირველი ავიადარტყმები განახორციელა

© photo: Sputnik / Talgat Kaliev / გადასვლა მედიაბანკშიამერიკული ტექნიკა ერაყში
ამერიკული ტექნიკა ერაყში - Sputnik საქართველო
გამოწერა
აშშ-მ და თურქეთმა, სირიის შეიარაღებული ოპოზიციისათვის, რომელსაც როგორც სირიის სამთავრობო არმია, ასევე „ისლამური სახელმწიფოს“ ექსტრემისტები ავიწროებენ, სირიის ჩრდილოეთით „უსაფრთხოების ზონის“ შექმნის შესაძლებლობის საკითხი განიხილა.

თბილისი, 5 აგვისტო — Sputnik. აშშ-მ თურქეთის ტერიტორიიდან სირიის ტერიტორიაზე პირველი ავიადარტყმები განახორციელა, იტყობინება ოთხშაბათს ტელეკომპანია CNN ადმინისტრაციის წარმომადგენლებზე დაყრდნობით. 

 ივლისში თურქეთმა შესაძლებლობა მისცა აშშ-ს თურქეთის ერთ-ერთი ავიაბაზიდან განახორციელოს დარტყმები სირიაში, დაჯგუფება „ისლამური სახელმწიფოს“ პოზიციებზე. 

 ასევე ორმა ქვეყანამ განიხილა „უსაფრთხოების ზონის“ შექმნის შესაძლებლობის საკითხი სირიის ჩრდილოეთით, სირიის შეიარაღებული ოპოზიციისათვის, რომელსაც როგორც სირიის სამთავრობო არმია, ასევე „ისლამური სახელმწიფოს“ ექსტრემისტები და დაჯგუფება  „ჯაბხატ ან-ნურსა“ ავიწროებენ.


ყველა ახალი ამბავი
0