ჩრდილოეთ ოსეთის მთებში პოლონელი ტურისტი დაიკარგა

© photo: Sputnik / Евгений Биятов / გადასვლა მედიაბანკშიჩრდილოეთ ოსეთის ხედი
ჩრდილოეთ ოსეთის ხედი - Sputnik საქართველო
გამოწერა
საქართველოს ტერიტორიაზე საძიებო სამუშაოები უშედეგოდ დასრულდა. პოლონეთის საელჩოს თხოვნით, ხუთშაბათს დაკარგულის მოსაძებნად გაემართება ფეხოსან მაშველთა ოთხ კაციანი ჯგუფი, ასევე 3 მაშველი ვერტმფრენით.

თბილისი, 5 აგვისტო — Sputnik. მაშველები ყაზბეგის პლატოს რაიონში დაკარგულ პოლონეთის მოქალაქეს ეძებენ. ამის შესახებ რუსულ საინფორმაციო სააგენტოს „რია ნოვოსტი“-ს რუსეთის ფედერაციის საგანგებო სიტუაციების სამინისტროს, ჩრდილოეთ ოსეთის მთავარი სამმართველოს წარმომადგენელმა აცნობა.

 „დღეს შემოვიდა ინფორმაცია, რომ ყაზბეგის რაიონის პლატოზე პოლონეთის მოქალაქე ქალბატონი დაიკარგა, რომელიც საქართველოს რესპუბლიკიდან ყაზბეგის უღელტეხილის გავლით, ტურისტული მარშრუტით გადაადგილდებოდა“, — განუცხადა სააგენტოს სამმართველოს წარმომადგენელმა. 

 საქართველოს ტერიტორიაზე საძიებო სამუშაოები უშედეგოდ დასრულდა. პოლონეთის საელჩოს თხოვნით, ხუთშაბათს დაკარგულის მოსაძებნად გაემართება ფეხოსან მაშველთა ოთხ კაციანი ჯგუფი და რუსეთის საგანგებო სიტუაციების სამინისტროს ჩრდილოეთ კავკასიის რეგიონალური ცენტრის ვერტმფრენი МИ-8 — 3 მაშველით ბორტზე. 

 ყაზბეგის უღელტეხილი ყაზბეგის პლატოზე გერგეთის მყინვრთან მდებარეობს.


ყველა ახალი ამბავი
0