თბილისი, 5 აგვისტო — Sputnik. 2014 წელს ყვავილების იმპორტმა ქვეყანაში 11,1 მილიონი ცალი შეადგინა, რაც 25,4%-ით მეტია 2013 წელთან შედარებით, ამის შესახებ სტატისტიკის ეროვნული სამსახური „საქსტატი“ იტყობინება.
ფულად ექვივალენტში აჭრილი ყვავილების იმპორტმა 2,8 მილიონი დოლარი შეადგინა, რაც 34%-ით მეტია ვიდრე 2013 წელს (დაახლოებით 2,1 მილიონი დოლარი).
საანგარიშო პერიოდში იმპორტირებული იყო 4 მილიონ ცალზე მეტი ვარდი, 6,8 მილიონი მიხაკი, 14, 711 ათასი ორქიდეა, 251,8 ათასი ქრიზანტემა და 26,6 ათასი შროშანი.