ფინანსთა სამინისტროში ნავთობპროდუქტების დარგში ინვესტირების საკითხი განიხილეს

© Investments.Academicსაწვავი
საწვავი - Sputnik საქართველო
გამოწერა
ნავთობპროდუქტების დარგის ინვესტირების საკითხი განიხილა ფინანსთა მინისტრმა ნოდარ ხადურმა სს "ვისოლ პეტროლიუმ ჯორჯიას" გენერალურ დირექტორთან.

თბილისი, 5 აგვისტო — Sputnik. ნავთობპროდუქტების დარგის ინვესტირების  საკითხი განიხილა 4 აგვისტოს, ფინანსთა მინისტრმა ნოდარ ხადურმა სს "ვისოლ პეტროლიუმ ჯორჯიას" გენერალურ დირექტორს ვასილ ხორავასა და ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა ასოციაციის გამგეობის თავმჯდომარეს გიორგი კოტრიკაძესთან გამართულ შეხვედრაზე. ამის შესახებ ფინანსთა სამინისტრო იტყობინება.

 შეხვედრაზე საუბარი შეეხო დარგის განვითარებისა და ხელშეწყობისთვის აუცილებელ ღონისძიებებს, ნავთობპროდუქტების სფეროში არსებულ ტენდენციებს. აღნიშნულ დარგში ინვესტიციების განხორციელების შესაძლებლობებს, ბაზარზე ხარისხიანი და კონკურენტული პროდუქციის არსებობის მნიშვნელობას. 

 ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა ასოციაციის გამგეობის თავმჯდომარემ ფინანსთა მინისტრს მადლობა გადაუხადა აქტიური კომუნიკაციისა და თანამშრომლობისთვის. მისი თქმით, ფინანსთა სამინისტროსთან დიალოგის ფორმატში მოხდა ბიზნესის მხრიდან გამოთქმული წინადადებებისა და მოსაზრებების გაზიარება.


ყველა ახალი ამბავი
0