თბილისი, 5 აგვისტო — Sputnik. 2015 წლის იანვარ-ივნისში საქართველოში ელექტროენერგიის მოხმარებამ დანაკარგების გაუთვალისწინებლად 5676 მილიონი კვტ.სთ შეადგინა, რაც 7.4%-ით მეტია 2014 წლის ანალოგიურ პერიოდზე (5286 მილიონი კვტ.სთ). საანგარიშო პერიოდში, საქართველოში სულ ელექტროენერგიის მოხმარებამ დანაკარგების გათვალისწინებით 5800 მილიონი კვტ.სთ შეადგინა. ამის შესახებ ელექტროენერგეტიკული სისტემის კომერციული ოპერატორი იტყობინება (ESCO).
2015 წლის იანვარ-ივნისის პერიოდში, თბოელექტროსადგურებით, ასევე სეზონური და მარეგულირებელი სადგურებით, გამომუშავებულ იქნა 5 310 მილიონი კვტ.სთ ელექტროენერგია.
2015 წლის იანვარ-ივნისში, ელექტროენერგიის იმპორტმა 349,5 მილიონი კვტ.სთ, ხოლო ექსპორტმა — 400,2 მილიონი კვტ.სთ შეადგინა.
2014 წელს საქართველოში ელექტროენერგიის მოხმარებამ დანაკარგების გაუთვალისწინებლად 10 773,8 მილიონი კვტ.სთ შეადგინა, რაც 6,2%-ით მეტია 2013 წლის ანალოგიურ პერიოდზე (10 140,6 მილიონი კვტ.სთ). საანგარიშო პერიოდში საქართველოში სულ ელექტროენერგიის მოხმარებამ დანაკარგების გათვალისწინებით 11 005,5 მილიონი კვტ.სთ შეადგინა.