ქიბარ ხალვაშს ტელეკომპანია „რუსთავი -2“-ს აქციების დაბრუნება უნდა

© public domainსასამართლო
სასამართლო - Sputnik საქართველო
გამოწერა
ტელეკომპანია „რუსთავი - 2“-ს აქციებმა არაერთი მფლობელი გამოიცვალა. ამჟამად ტელეკომპანიის აქციებს ფლობენ : გიორგი გეგეშიძე -10%, ლევან ყარამანაშვილი - 50% და გიორგი ყარამანაშვილი - 40%.

თბილისი, 5 აგვისტო — Sputnik. ბიზნესმენმა და  საქართველოს ყოფილი თავდაცვის მინისტრის ირაკლი ოქრუაშვილის მეგობარმა ქიბარ ხალვაშმა, თბილისის საქალაქო სასამართლოში სარჩელი შეიტანა, ტელეკომპანია „რუსთავი-2“-ს მფლობელობისაგან მისი წილის  „უკანონო ამოღების“ თაობაზე. ამის შესახებ ჟურნალისტებს ქიბარ ხალვაშის ადვოკატმა პაატა სალიამ ოთხშაბათს, 5 აგვისტოს აცნობა. 

 2005 წელს ხალვაში ტელეკომპანია „რუსთავი-2“-ის 100% წილს ფლობდა. 2005 წლის 26 დეკემბერს, ქიბარ ხალვაშმა 22% კომპანია „საქცემენტს“ (ამჟამად „ჰაიდელბერგ ცემენტ ჯორჯია“) გადასცა. ამ კომპანიის ერთპიროვნული მმართველი საქართველოს საგარეო საქმეთა ყოფილი მინისტრის გელა ბეჟუაშვილის მამა რობერტ ბეჟუაშვილი იყო. 2006 წელს ხალვაშმა დარჩენილი 78% კომპანია „ჯეო-ტრანს“-ს გადასცა, რომელიც ბიზნესმენ ბიძინა ნიჟარაძეს ეკუთვნოდა. 

 „ბიზნესმენმა ქიბარ ხალვაშმა თბილისის საქალაქო სასამართლოში სარჩელი შეიტანა, რომელიც ტელეკომპანია „რუსთავი —2“-დან მისი წილის უკანონოდ ამოღებას ეხება. ის მოითხოვს, რომ უკანონოდ ამოღებული წილი მას დაუბრუნდეს“ — თქვა ადვოკატმა. 

 უახლოეს მომავალში მოხდებოდა „რუსთავი-2“-ს წილების  კიდევ ერთი გადაფორმება, რაც გაართულებდა სამართლიანობის აღდგენისათვის ბრძოლას, ასკვნის ადვოკატი პაატა სალია. 

 ტელეკომპანია „რუსთავი-2“-ს აქციებმა არაერთი მფლობელი გამოიცვალა. ამჟამად ტელეკომპანიის აქციებს ფლობენ: გიორგი გეგეშიძე —10%, ლევან ყარამანაშვილი — 50% და გიორგი ყარამანაშვილი — 40%.

 თავად ქიბარ ხალვაშმა საქართველო 2007 წელს დატოვა. იმავე წელს მისი ბიზნესი საქართველოში აუქციონზე გაიყიდა. ამ დროისათვის ხალვაში გერმანიაში ცხოვრობს.


ყველა ახალი ამბავი
0