თბილისის „დინამო“ უეფამ 20 ათასი ევროთი დააჯარიმა

© photo: courtesy of Tbilisi City Hallსტადიონი დინამო არენა
სტადიონი დინამო არენა - Sputnik საქართველო
გამოწერა
მატჩი „დინამო“ –„გაბალი“ ევროპის ლიგის კვალიფიკაციაში 2 ივლისს გაიმართა და ქართული კლუბის სასარგებლოდ 2:1 დასრულდა. „დინამო“ დასჯილია გულშემატკივართა რასისტული ქმედებების, აკრძალული ბანერისა და ფანების სათამაშო მოედანზე გამოსვლის გამო.

თბილისი, 5 აგვისტო — Sputnik.უეფას დისციპლინარულმა კომიტეტმა, აზერბაიჯანის  „გაბალთან“ გამართული მატჩისას, გულშემატკივრების ქმედებათა გამო, გადაწყვეტილება მიიღო დასაჯოს თბილისის „დინამო“ ევროთასის უახლოეს შინ გამართულ მატჩზე სტადიონის ერთი-ერთი სექტორის დახურვით.

 „მატჩი „დინამო“ –„გაბალი“ ევროპის ლიგის კვალიფიკაციაში 2 ივლისს გაიმართა და ქართული კლუბის სასარგებლოდ 2:1 დასრულდა. „დინამო“  დასჯილია გულშემატკივართა რასისტული ქმედებების, აკრძალული ბანერისა და ფანების სათამაშო მოედანზე გამოსვლის გამო. ქართული კლუბი ასევე დაჯარიმდა 20 ათასი ევროთი“ — აღნიშნულია უეფას ოფიციალურ გვერდზე. 

 საუბარია სტადიონის ჩრდილოეთ ტრიბუნის მე-16 სექტორზე, სადაც ტრადიციულად ქართული კუბის ფანები —„გლადიატორები“ განთავსდებიან ხოლმე. 

 თბილისის „დინამომ“ რომელმაც შინ  მატჩი  მოიგო, გასვლითი მატჩი „გაბალთან“ 0:2 წააგო და ორი მატჩის ჯამით ევროპის ლიგის პირველი საკვალიფიკაციო ეტაპი ანგარიშით 2:3 დათმო. 


ყველა ახალი ამბავი
0