თბილისი, 5 აგვისტო — Sputnik. თბილისის საქალაქო სასამართლომ საქართველოს ყოფილ პრეზიდენტს მიხეილ სააკაშვილს, 2007 წლის 7 ნოემბრის აქციის დარბევის საქმეზე
დაუსწრებლად გაუგრძელა პატიმრობის ვადა, ამის შესახებ სასამართლოს პრეს-სამსახური ოთხშაბათს, 5 აგვისტოს იტყობინება.
„აღმკვეთი ღონისძიება ორ თვეში ერთხელ გადაიხედება. დღეს მორიგი პროცესი იყო“ — განაცხადა პრეს-სამსახურის წარმომადგენელმა.
სააკაშვილთან ერთად საქმეზე ბრალი აქვთ წაყენებული თავდაცვის ექს-მინისტრს დავით კეზერაშვილს, თბილისის ყოფილ მერს გიგი უგულავას, ყოფილი იუსტიციის მინისტრს ზურაბ ადეიშვილს და ყოფილ შინაგან საქმეთა მინისტრს ვანო მერაბიშვილს. პრესსამსახურის ინფორმაციით, პატიმრობის ვადა ასევე გაუგრძელდათ ვანო მერაბიშვილის გარდა ყველა ჩამოთვლილ პირს.
მიხეილ სააკაშვილსა და მისი გუნდს ბრალად ედებათ 2007 წლის ნოემბრის აქციისა და ტელეკომპანია „იმედის“ დარბევა, ასევე აწ გარდაცვლილი მილიარდერის ბადრი პატარკაციშვილის ქონების დაუფლება.