თბილისის მერია კომუნალური ვაუჩერის საყოველთაო დაფინანსების გაუქმებას გეგმავს

© photo: Sputnikთბილისი
თბილისი - Sputnik საქართველო
გამოწერა
ზამთრის პერიოდში გაზრდილ კომუნალურ გადასახადებთან დაკავშირებით, თბილისის მოსახლეობა ბოლო სამი წლის მანძილზე თითოეულ ოჯახზე 100 ლარის (დაახლოებით 44 აშშ დოლარი) ოდენობის სპეციალურ ვაუჩერს იღებდა. ეს თანხა ხუთ თვეზე ნაწილდებოდა.

თბილისი, 5 აგვისტო — Sputnik. კომუნალური ვაუჩერების საყოველთაო დაფინანსება შეიძლება შეჩერდეს, ხოლო სახსრები მხოლოდ სოციალურად დაუცველ ოჯახებზე გადანაწილდეს, განაცხადა თბილისის ვიცე-მერმა ირაკლი ლექვინაძემ ოთხშაბათს, 5 აგვისტოს ქალაქის მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ.

ზამთრის პერიოდში გაზრდილ კომუნალურ გადასახადებთან დაკავშირებით, თბილისის მოსახლეობა ბოლო სამი წლის მანძილზე თითოეულ ოჯახზე 100 ლარის (დაახლოებით 44 აშშ დოლარი) ოდენობის სპეციალურ ვაუჩერებს იღებდა. ეს თანხა ხუთ თვეზე ნაწილდებოდა. 2015 წლიდან კი სოციალურად დაუცველი ოჯახებისათვის ვაუჩერის ოდენობა 500 ლარამდე გაიზარდა.

თბილისში ელექტროენერგიის ტარიფის მატებასთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას 18 დეკემბრამდე მიიღებენ. მას შემდეგ, რაც კომპანია „ენერგო-პრო ჯორჯიამ“ რეგიონებში ელექტროენერგიის ტარიფის გაზრდაზე ნებართვა აიღო, შესაბამისი განაცხადი „თელასმაც“ შეიტანა, რომელიც ელექტროენერგიით თბილისს უზრუნველყოფს.

ამასთან დაკავშირებით თბილისის მერმა დავით ნარმანიამ განაცხადა, რომ ტარიფის გაზრდის შემთხვევაში მერია სოციალურად დაუცველ ოჯახებს ელექტროენერგიის საფასურის გადახდაში დაეხმარება.

ამჟამად თბილისში 23,3 ათასი სოციალურად დაუცველი ოჯახი ცხოვრობს (საერთო რაოდენობის 8,6%). ეს სტატუსი  70 ათასი სარეიტინგო ქულის მქონე მოქალაქეებს ენიჭებათ.

 


ყველა ახალი ამბავი
0