„ყვარლის მარანი“: რუსეთის „როსპოტრებნადზორის“ განცხადებაში შეცდომაა

გამოწერა
კომპანია „ყვარლის მარანი“ იმ კომპანიების ჩამონათვალშია, ვისი ალკოჰოლური პროდუქციაც „როსპოტრებნადზორის“ კრიტერიუმებს არ შეესაბამება და რუსულ ბაზარზე მისი შეტანა აკრძალულია.

თბილისი, 5 აგვისტო — Sputnik. კომპანია „ყვარლის მარნის“ დამფუძნებელი დავით თოფურიძე ირწმუნება, რომ „როსპოტრებნადზორის“ განცხადებაში შეცდომაა დაშვებული. ამის შესახებ მან ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში განაცხადა. 

„როსპოტრებნადზორმა“ 4 აგვისტოს განაცხადა, რომ ქართველი მეღვინეები წარმოების ტექნოლოგიებს სისტემატურად არღვევენ, ქვეყნის მაკონტროლებელი ორგანოები კი პროდუქციას საკმარისად არ აკონტროლებენ.

კომპანია „ყვარლის მარანი“ იმ კომპანიების ჩამონათვალშია, ვისი ალკოჰოლური პროდუქციაც „როსპოტრებნადზორის“ კრიტერიუმებს არ შეესაბამება და რუსულ ბაზარზე მისი შეტანა აკრძალულია, მაგრამ, თოფურიძის განცხადებით, მისი კომპანიის მიმართ „რუსეთიდან პრეტენზიები არ ყოფილა“.

„როსპოტრებნადზორის“ მონაცემებით, 2015 წელს რუსეთის ფედერაციაში საქართველოს 45 მწარმოებლისგან 6,7 მლნ ლიტრზე მეტი მოცულობის ღვინის პროდუქცია შევიდა, რომლიდანაც გამოვლინდა ალკოჰოლური პროდუქციის 10 პარტია, რომლებიც ნორმატიული დოკუმენტაციის მოთხოვნებს არ შეესაბამებოდა.

 


ყველა ახალი ამბავი
0