"ნაციონალური მოძრაობა" რუსულ ემბარგოს პროგნოზირებს

ქვევრი
ქვევრი - Sputnik საქართველო
გამოწერა
ხელისუფლების ყოფილი მმართველი ძალა საქართველოს მთავრობას ბაზრის გაფართოებისკენ მოუწოებს, რათა ქვეყანა რუსეთზე დამოკიდებული არ იყოს.

თბილისი, 5 აგვისტო — Sputnik. „ერთიან ნაციონალურ მოძრაობაში“ ქართულ პროდუქციაზე რუსული ემბარგოს შესაძლო საფრთხის შესახებ განცხადებებს აკეთებენ.

გუშინ, „როსპოტრებნადზორმა“განაცხადა, რომ ქართველი მეღვინეები წარმოების ტექნოლოგიებს სისტემატურად არღვევენ, ქვეყნის მაკონტროლებელი ორგანოები კი პროდუქციას საკმარისად არ აკონტროლებენ.

„გაჩნდა რეალურის საფრთხე, რომ საქართველოს ემბარგო ემუქრება, რომლის მწარე გამოცდილება ქვეყანას უკვე გააჩნია“, — განაცხადა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ საპარლამენტო დეპუტატმა გიორგი ღვინიაშვილმა.

ყოფილი მმართველი ძალა საქართველოს მთავრობას ბაზრის გაფართოებისკენ მოუწოებს, რათა ქვეყანა რუსეთზე დამოკიდებული არ იყოს.

„როსპოტრებნადზორის“ მონაცემებით, 2015 წელს რუსეთში საქართველოდან შეტანილი ალკოჰოლური პროდუქციის 10 პარტია აღმოაჩინეს, რომელიც ნორმატიული დოკუმენტაციის მოთხოვნებს არ შეესაბამებოდა.

საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტრო „როსპოტრებნადზორის“ განცხადების საპასუხოდ განმარტავს,  რომ შესაბამისი უწყებები დაინტერესდნენ განცხადებაში მითითებული პროდუქცის კონკრეტული შემთხვევით და დაიწყეს საკითხის შესწავლა. გარდა ამისა, შესაბამისი სამსახურები ქართული ღვინისა და ალკოჰოლური სასმელების ხარისხს მკაცრად აკონტროლებენ.

ქართული ღვინო ექსპორტზე მსოფლიოს 35 ქვეყანაში გადის. ღვინის ეროვნულმა სააგენტომ ადრე განაცხადა, რომ რუსეთში ღვინის ექსპორტი მკვეთრად შემცირდა, რაც ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკურ-ეკონომიკურმა ვითარებამ გამოიწვია. მიმდინარე წლის პირველ ნახევარში ღვინის ექსპორტი რუსეთში 59%-ით შემცირდა.

 


ყველა ახალი ამბავი
0