აბაშიძემ რუსეთი „არასწორი გადაწყვეტილების“ შესახებ გააფრთხილა

© photo: Sputnik / Дмитрий Коробейников / გადასვლა მედიაბანკშიზურაბ აბაშიძე
ზურაბ აბაშიძე - Sputnik საქართველო
გამოწერა
გუშინ, რუსეთის ფედერაციის „როსპოტრებნადზორმა“ განაცხადა, რომ ქართველი მეღვინეები წარმოების ტექნოლოგიებს სისტემატურად არღვევენ, ქვეყნის მაკონტროლებელი ორგანოები კი პროდუქციას საკმარისად არ აკონტროლებენ.

თბილისი, 5 აგვისტო — Sputnik. რუსეთის მხრიდან სავაჭრო ურთიერთობებში შეზღუდვების დაწესება არასწორი გადაწყვეტილება იქნება, განაცხადა ოთხშაბათს, 5 აგვისტოს რუსეთთან ურთიერთობების მოგვარების საკითხებში პრემიერის სპეციალურმა წარმომადგენელმა ზურაბ აბაშიძემ.

გუშინ, რუსეთის მომხმარებელთა უფლებების დაცვის ფედერალურმა სამსახურმა („როსპოტრებნადზორი“)განაცხადა, რომ ქართველი მეღვინეები წარმოების ტექნოლოგიებს სისტემატურად არღვევენ, ქვეყნის მაკონტროლებელი ორგანოები კი პროდუქციას საკმარისად არ აკონტროლებენ.

 „ერთ-ერთი მთავარი ხელშესახები შედეგი, რომელიც ქართულ-რუსულმა ორმხრივმა დიალოგმა მოიტანა, სწორედ სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების აღდგენაა. თუ რუსეთი ვაჭრობის შეზღუდვასთან დაკავშირებით ნაბიჯებს მაინც გადადგამს, ეს არასწორი გადაწყვეტილება იქნება“, — აღნიშნავს ზურაბ აბაშიძე.

აბაშიძე არ გამორიცხავს, რომ „როსპოტრებნადზორის“ განცხადება შესაძლოა გამომდინარე იყოს ევროკავშირის მხრიდან რუსეთის წინააღმდეგ სანქციების გახანგრძლივების პროცესთან საქართველოს მიერთებით.

 „რუსეთის სხვადასხვა უწყებებში გაკეთდა კომენტარები და მინიშნებები იმის თაობაზე, რომ "როსპოტრებნადზორის" განცხადება და საქართველოსთან ვაჭრობის შესაძლო შეზღუდვა საქართველოს მიერ ევროკავშირის ერთ-ერთ სანქციასთან შეერთებას უკავშირდებოდეს… კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ეს შარშან იყო და ამის შემდეგ რაიმე ახალი გადაწყვეტილება მიღებული არ ყოფილა“, — აღნიშნა აბაშიძემ.

რაც შეეხება „როსპოტრებნადზორის“ კონკრეტულ პრეტენზიას ალკოჰოლური სასმელების პარტიასთან დაკავშირებით, აბაშიძემ აღნიშნა, რომ სოფლის მეურნეობის სამინისტრომ განცხადება უკვე გააკეთა და უწყება ამ საკითხს შეისწავლის.

„ჩვენ კონტროლის ძალზე ეფექტური მექანიზმები გვაქვს და ამაზე მრავალი ფაქტორი მეტყველებს“, — აღნიშნა სპეციალურმა წარმომადგენელმა.


ყველა ახალი ამბავი
0