თბილისი, 5 აგვისტო — Sputnik. რუსეთის მოქალაქეთა ორი მესამედის აზრით, მიუხედავად ბოლო დროს გაუარესებული ურთიერთობებისა, რუსეთი წამყვან ევროპულ ქვეყნებთან დაახლოებისკენ უნდა ისწრაფვოდეს. ასეთი შედეგები აჩვენა ფონდ „საზოგადოებრივი აზრის“ მიერ ჩატარებულმა გამოკითხვამ.
ფონდ „საზოგადოებრივი აზრის“ გამოკითხვის შედეგებმა აჩვენა, რომ რესპონდენტთა 67% რუსეთის წამყვან ევროპულ ქვეყნებთან დაახლოვების მომხრეა, გამოკითხულმა ანალოგიური რაოდენობა კი თვლის, რომ რუსეთის ხელისუფლება თავისი პოლიტიკით ასეთი თანამშრომლობისკენ ამჟამადაც მიისწრაფვის. 2006 წელს ამ მოსაზრებას გამოკითხულთა 68% ემხრობოდა.
განსხვავებული აზრი მხოლოდ 19%-ს აქვს — რუსეთი არ ისწრაფვის ევროპასთან ურთიერთობების განვითარებისკენ და ეს არც მომავალში არ უნდა გააკეთოს (2006 წელს ასე გამოკითხულთა 10% ფიქროდა). ევროპული ქვეყნების მხრიდან რუსეთთან პარტნიორულ ურთერთობებში დაინტერესების შესახებ მოსაზრებები თითქმის მთლიანად გაიყო — გამოკითხულთა 43%-მა ამ კითხვას დადებითი პასუხი გასცა, ხოლო 37% თვლის, რომ ევროპა რუსეთთან პარტნიორობით დაინტერესებული არ არის.
ამასთან, გამოკითხულთა ნახევარი აღნიშნავს, რომ რუსეთისა და ევროპის ურთიერთობები ბოლო წელს მხოლოდ გაუარესდა, 29% კი დარწმუნებულია, რომ ეს ურთიერთობები არ შეცვლილა. ურთიერთობების დათბობა მხოლოდ 11%-მა აღნიშნა.
გამოკითხვამ ასევე აჩვენა, რომ რესპონდენტთა თითქმის მესამედი (60%) ვარაუდობს, რომ რუსეთსა და ევროპის წამყვან ქვეყნებს შორის პარტნიორული ურთიერთობების განვითარება ორივე მხარისთვის ერთნაირად მნიშვნელოვანია. ზოგიერთი დარწმუნებულია, რომ კარგი ურთიერთობები მხოლოდ რუსეთისთვისაა მნიშვნელოვანი (9%), ხოლო ზოგი — ევროპული ქვეყნებისთვის (12%).
მთლიანობაში, რესპონდენტების 65% მიიჩნევს, რომ რუსეთსა და ევროპას ამჟამად ცუდი ურთიერთობები აქვთ, ხოლო 21%-მა ეს ურთიერთობები პირიქით, დადებითად შეაფასა.
გამოკითხვა, რომელშიც 1500-მა ადამიანმა მიიღო მონაწილეობა, 26 ივლისს ჩატარდა. სტატისტიკური ცდომილება 3,6%-ია.