ნიდერლანდებში ნავტიკებზე მდგომი ამწეები ჩამოცვივდა და სახლები დააზიანა: საჰაერო გადაღება

გამოწერა
ორშაბათს ნიდერლანდებში ხიდის Queen Juliana Bridge რეკონსტრუქციისას ორი ამწე გადაყირავდა და დაბალსართულიან სახლებს დაეცა. იხილეთ უპილოტო საფრენი აპარატიდან გადაღებული ვიდეო.

ორშაბათს ნიდერლანდებში ხიდის Queen Juliana Bridge რეკონსტრუქციისას ორი ამწე გადაყირავდა და დაბალსართულიან სახლებს დაეცა. იხილეთ უპილოტო საფრენი აპარატიდან გადაღებული ვიდეო.

როგორც სააგენტო როიტერი ადგილობრივ მედიაზე დაყრდნობით იუწყება, ინციდენტი ნიდერლანდების დასავლეთით ქალაქ ალფენ-ან-დე-რეინში ხიდის ერთ-ერთი ნაწილის მონტაჟისას მოხდა.

ამწე კონსტრუქცია ხიდის ნაწილთან ერთად წაბორძიკდა და ნაპირზე მდებარე შენობებს დაეცა, მას მიყვა მეორე ამწეც.

"ინფორმაციის მიხედვით, დაშავდა რადენიმე ადამიანი", — ნათქვამია ადგილობრივი საგანგებო სიტუაციების სამსახურის შეტყობინებაში.

ადგილობრივი მედიის მონაცემებით, შემთხვევის შედეგად დაზარალდა 20 ადამიანი, ზოგიერთმა მათგანმა სერიოზული ტრავმა მიიღო.

ადგილზე მუშაობენ სასწრაფო დახმარების მანქანები. მაშველები ნანგრევებში ადამიანებს ეძებენ. მიმდინარეობს შემთხვევის გარემოებების შესწავლა.

Queen Juliana Bridge კარიბის ზღვის აუზის ყველაზე მაღალი ხიდია. ისი სიგრძე 495 მეტრია, სიმაღლე კი — 56 მეტრი.

ყველა ახალი ამბავი
0