თბილისი, 4 აგვისტო — Sputnik. რუსეთის მილიონამდე მოქალაქემ აცნობა მიგრაციის ფედერალურ სამსახურს (მფს) მეორე ქვეყნის მოქალაქეობის შესახებ, ხოლო 2015 წლის პირველ ნახევარში 12,5 მოქალაქე დაჯარიმდა არადროული შეტყობინებისათვის, იტყობინება რუსეთის ფედერაციის მიგრაციის ფედერალური სამსახური.
გასული წლის აგვისტოდან, რუსეთის ფედერაციაში ამოქმედდა კანონი, რომლის თანახმად სისხლის სამართლებრივად დასჯადია მოქალაქეთა მიერ მიგრაციის ფედერალური სამსახურისათვის მეორე ქვეყნის მოქალაქეობის ან ცხოვრების უფლების ქონის შეუტყობინებლობა. მფს-ს მონაცემებით, ამ დროის მანძილზე, მეორე მოქალაქეობაზე ან საზღვარგარეთ მუდმივად ცხოვრების უფლებაზე სამსახურს მილიონამდე მოქალაქემ აცნობა.
მფს შეახსენებს მოქალაქეებს, რომ თუ რუსეთის მოქალაქემ ნებაყოფილობით აცნობა მფს-ს მეორე ქვეყნის მოქალაქეობაზე, მაგრამ დაარღვია დადგენილი ვადები (დოკუმენტის მიღებიდან 60 დღე), მას ადმინისტრაციული ჯარიმა დაეკისრება 1000 რუბლის ოდენობით. თუ უცხო ქვეყნის მოქალაქეობის ფაქტი მოკვლევის ორგანოების მიერ იქნება დადგენილი, მოქალაქე შესაძლოა მიეცეს სისხლის სამართლის პასუხისგებაში — დაჯარიმდეს 200 ათასი რუბლით ან დაისაჯოს 400 საათამდე აუცილებელი სამუშაოებით.
„2015 წლის პირველ ნახევარში დაკისრებულ იქნა 12 ათას ხუთასი ჯარიმა 7 მილიონი რუბლის თანხაზე“, — იტყობინება უწყება.
მიგრაციის ფედერალური სამსახურის მონაცემებით, 1992 წლიდან 6 მილიონამდე ადამიანმა მიიღო რუსეთის მოქალაქეობა. ამასთან უწყებისათვის უცნობია თქვეს თუ არა მათ უარი ადრინდელ მოქალაქეობაზე.