წლის დასაწყისიდან საქართველოს 3 მილიონამდე ვიზიტორი ეწვია ევროპიდან

© facebook.com/CityHallofTbilisiთბილისი, ტურიზმი
თბილისი, ტურიზმი - Sputnik საქართველო
გამოწერა
საერთაშორისო ვიზიტორების რაოდენობით, პირველ ადგილზე თურქეთია - 757 ათას 331 ადამიანი, რაც 2014 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 5%-ით ნაკლებია.

თბილისი, 4 აგვისტო — Sputnik. 2015 წლის იანვარ-ივლისში ევროპის რეგიონიდან საქართველოს 2 მილიონ 992,1 ათასი ვიზიტორი ეწვია, რაც 6%-ით აღემატება 2014 წლის ანალოგიურ პერიოდს, ხოლო ამერიკიდან 21 ათას 924 ვიზიტორი, რაც 13%-ით აღემატება 2014 წლის ანალოგიურ პერიოდს. ამის შესახებ ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია იტყობინება. 

 2015 წლის დასაწყისიდან უცხოელ ვიზიტორთა რაოდენობა საქართველოში გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 4,9 % —ით გაიზარდა და 3 მილიონ 070 ათასი კაცი შეადგინა. 2012 წლის ოქტომბრიდან საქართველოს 15,1 მილიონი ვიზიტორი ეწვია, იტყობინება ტურისტული უწყება. 

 ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მონაცემებით, საერთაშორისო ვიზიტორების რაოდენობით, პირველ ადგილზე თურქეთია — 757 ათას 331 ადამიანი, რაც 2014 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 5%-ით ნაკლებია. 

 მეორე ადგილზეა აზერბაიჯანი — 741 ათას 163 ვიზიტორი (გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 8%-ით მეტი). საერთაშორისო ტურისტების რაოდენობით მესამე ადგილზეა სომხეთი — 723 ათას 909 ადამიანი (2014 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 12%-ით მეტი). 

 საანგარიშო პერიოდში რუსეთიდან ვიზიტორთა რაოდენობა 12%-ით გაიზარდა და 482 ათას 806 ადამიანი შეადგინა. უკრაინიდან ვიზიტორთა რაოდენობამ ამ პერიოდში 74 ათას 117 ადამიანი შეადგინა, რაც 8%-ით ნაკლებია 2014 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით. 

 პოლონეთიდან 2015 წლის იანვარ-ივნისში ვიზიტორთა რაოდენობა 2014 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 12%-ით შემცირდა და 22 ათას 603 ადამიანი შეადგინა. 

 პირველ ათეულში  შემდეგი ქვეყნები შევიდნენ: გერმანია: 19750 კაცი (15%-ით მეტი); აშშ — 17 985 კაცი (12%-ით მეტი); ყაზახეთი — 20 123 კაცი (32%-ით მეტი); ისრაელი — 27 515 კაცი (25%-ით მეტი)

ყველა ახალი ამბავი
0