თბილისი, 4 აგვისტო — Sputnik. პარტია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო“ ზოგიერთ რეგიონალურ ორგანიზაციაში ახალ თავმჯდომარეებს დანიშნავს. ამის შესახებ ორშაბათს, პარტიის პოლიტსაბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ, საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ ზვიად კვაჭანტირაძემ განაცხადა.
„ორგანიზაციათა ნაწილში აღმასრულებელი მდივნები დაინიშნება, ხოლო რამდენიმე შემთხვევაში პარტია რეკომენდაციას გაუწევს ადგილობრივი ორგანიზაციების ხელმძღვანელების შეცვლას“, — განაცხადა კვაჭანტირაძემ.
მისი თქმით, პარტია აპირებს კონფერენციების გამართვას მთელი ქვეყნის მასშტაბით. სექტემბერში დაგეგმილი რეგიონალური კონფერენციების ძირითადი დანიშნულება — ადგილობრივი ორგანიზაციებისათვის მუშაობის აქტივაციისათვის სერიოზული იმპულსის მიცემაა, განაცხადა კვაჭანტირაძემ.
ბიძინა ივანიშვილის მიერ შექმნილი კოალიცია „ქართული ოცნება“ ხელისუფლების სათავეში 2012 წლის ნოემბერში საპარლამენტო უმრავლესობითა და ახალი მთავრობით მოვიდა.
ერთი წლის შემდეგ, კოალიციის კანდიდატი გიორგი მარგველაშვილი ქვეყნის მეოთხე პრეზიდენტი გახდა, ხოლო მიხეილ სააკაშვილმა ქვეყანა დატოვა.
2014 წელს „ქართულმა ოცნებამ“ საქართველოს ქალაქებსა და რაიონებში ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების არჩევნებში გამარჯვებით, პოზიციები გაიმყარა.