დასავლეთ საქართველოში მცირეწლოვანი ბავშვი და ბებია მდინარეში დაიხრჩვნენ.

© photo: Sputnik / фото - Александр Имедашвили, NEWSGEORGIAმთის მდინარე
მთის მდინარე - Sputnik საქართველო
გამოწერა
დაღუპული ქალაქ ქობულეთის მკვიდრი იყო. ბავშვი მდინარეში ბანაობისას გაუჩინარდა. ბებია მდინარეში ბავშვის საშველად შევიდა და დაიხრჩო.

თბილისი, 4 აგვისტო — Sputnik. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო იკვლევს ქობულეთის რაიონის სოფელ შუაღელეში, მდინარე დეხვაში ბებიისა და შვილიშვილის დაღუპვის გარემოებებს. ამის შესახებ შსს-ს პრესსამსახურის წარმომადგენელმა სალომე წერეთელმა სამშაბათს, 4 აგვისტოს განაცხადა. 

 დაღუპული ქალაქ ქობულეთის მკვიდრი იყო. ბავშვი მდინარეში ბანაობისას გაუჩინარდა. ბებია მდინარეში ბავშვის საშველად შევიდა და დაიხრჩო, იტყობინება რადიოსადგური „პირველი რადიო“ ადგილობრივ მცხოვრებლებზე დაყრდნობით. 

 „შემთხვევა დღეს დილით მოხდა. ბებია და შვილიშვილი მდინარეში ბანაობისას დაიხრჩვნენ“, — განაცხადა წერეთელმა. 

 გამოძიება თვითმკვლელობამდე მიყვანის ვერსიაზე მუშაობს, რაც დასჯადია ორიდან ოთხ წლამდე თავისუფლების აღკვეთით. 


ყველა ახალი ამბავი
0