თბილისი, 4 აგვისტო — Sputnik. ბრიუსელის ჩრდილოეთ ნაწილში სუიციდის მცდელობას, რომელიც პოლიციამ აღკვეთა, ავტობუსების გაჩერება და მძევლების შესახებ განცხადება მოჰყვა, განმარტა პოლიციის წარმომადგენელმა როლან ტიებომ.
ბელგიური მედია იუწყებოდა, რომ თითქოს სკარბეკის კომუნაში ავტობუსის ორი ხაზი ქუჩაში მძევლების აყვანის გამო იყო გადაკეტილი.
„საუბრია ადამიანზე, რომელსაც საკუთარ სახლში თავის მოკვლა სურდა. მოგვიწია ჩავრეულიყავით, რომ გონზე მოგვეყვანა ის, რაც გამოგვივიდა კიდეც. ყველაფერი შუადღისთვის დამთავრდა. სერიოზული არაფერი მომხდარა. ყველაფერი წესრიგშია“, — თქვა ტიებომ.
კითხვაზე, მართლა ხომ არ იყვნენ ადამიანები მძევლად აყვანილები, ტიებომ განაცხადა: „ამაზე საუბარიც კი არ ყოფილა. ადამიანი სახლში გამოიკეტა და თავის მოკვლას აპირებდა“. მან დაადასტურა, რომ ავტობუსები სწორედ ამიტომ გაჩერდა.