თბილისი, 4 აგვისტო — Sputnik. უკრაინის პრეზიდენტმა მილიციის სახელნაცვალების შესახებ კანონს მოაწერა ხელი.
„პრეზიდენტმა პოლიციის შესახებ კანონს მოაწერა ხელი“, — იუწყება სამშაბათს პრეზიდენტის ადმინისტრაცია „ტვიტერის“ საკუთარ მიკრობლოგზე.
გასული წლის ივნისის ბოლოს უკრაინამ ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებას საბოლოოდ მოაწერა ხელი. სექტემბრის ბოლოს პოროშენკომ რეფორმათა პაკეტი „სტრატეგია — 2020“ წარადგინა, რომელმაც, მისი აზრით, უკრაინა ექვსი წლის მერე ევროკავშრის წევრობაზე განაცხადისთვის უნდა მოამზადოს.
როგორც შინაგან საქმეთა მინისტრმა არსენ ავაკოვმა განმარტა, უკრაინის შსს-ს რეფორმის კონცეფცია, რაზეც ხელისუფლება უკვე დიდი ხანია მუშაობს, მილიციისთვის პოლიციის გადარქმევას სავალდებულო წესით ითვალისწინებს.