თბილისი, 4 აგვისტო — Sputnik. 2015 წლის ივნისის თვეში საქართველოში 3 698 საწარმო დარეგისტრირდა, რაც გასული წლის ივნისთან შედარებით 1,9%-ით მეტია, იუწყება „საქსტატი“.
ივნისის პერიოდში დღგ-ის გადამხდელი საწარმოების ბრუნვამ 4 350,8 მლნ ლარი (1 892 მლნ აშშ დოლარი) შეადგინა, რაც 2014 წლის ივნისთან შედარებით 10,3%-ით მეტია.
2015 წლის მაისის თვეში საქართველოში დარეგისტრირდა 3 559 საწარმო, რაც 2014 წლის მაისთან შედარებით 7,2%-ით ნაკლებია. მაისის პერიოდში დღგ-ის გადამხდელი საწარმოების ბრუნვამ 4 190,4 მლნ ლარი (1 905 მლნ აშშ დოლარი) შეადგინა, რაც 2014 წლის მაისთან შედარებით 7,3%-ით მეტია.