თბილისი, 4 აგვისტო — Sputnik. მაღალმთიან დაბა ქედაში სამშაბათს, 4 აგვისტოს ავტომანქანა შემაღლებული ადგილიდან გადმოვარდა და ორი მოზარდის სიცოცხლე იმსხვერპლა, მამაკაცი კი — დაშავდა, განუცხადა საქართველოს შსს-ს პრეს-სამსახურის თანამშრომელმა ჟურნალისტებს.
საქმე აღიძრა სსკ-ის მუხლით — „ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევა, რომელსაც ორი ან მეტი ადამიანის მსხვერპლი მოჰყვა“. აღნიშნული დანაშაული ექვსიდან ათ წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.