თბილისი, 4 აგვისტო — Sputnik. დნეპროპეტროვსკის „დნეპრი“ და ფრანგული „რეიმსი“ უახლოეს ხანებში გაასაჯაროებენ საქართველოს საფეხბურთო ნაკრების კაპიტნის, ჯაბა კანკავას ერთი გუნდიდან მეორეში გადასვლის დეტალებს, იუწყება უკრაინული მედია.
29 წლის ქართველი ნახევარმცვლის კონტრაქტი სამ წელზეა გათვლილი.
ჯაბა კანკავა „დნეპრის“ სახელით 2007 წლიდან გამოდის. ამ დროის განმავლობაში მან 91 მატჩი ჩაატარა და 4 გოლი გაიტანა. საქართველოს ნაკრებში ნახევარმცველი 54 თამაშში ექვსჯერ გამოირჩა გატანილი ბურთების რაოდენობით.
გასულ სეზონში „რეიმსმა“ მე-15 ადგილი დაიკავა საფრანგეთის ჩემპიონატში.