თბილისი, 4 აგვისტო — Sputnik. საქართველოს ნაკრების კალათბურთელმა ვიქტორ სანიკიძემ თურქული ლიგის საკალათბურთო კლუბთან, „ ანკარა კოლეჟლილერთან“ გააფორმა კონტრაქტი, იუწყება „sportando.com“ კლუბის საიტზე დაყრდნობით. კონტრაქტის დეტალები უცნობია.
სანიკიძემ 2014-2015 წლების სეზონი რუსეთის „უნიქსში“ ჩაატარა. ქართველი ფორვარდი თამაშში საშუალოდ 4,5 ქულას აგროვებდა, 4 მოხსნასა და 1 ბლოკ-შოტს აკეთებდა.
გასულ სეზონში ანკარულმა გუნდმა თურქეთის ჩემპიონატში მონაწილე 16 გუნდს შორის მე-14 ადგილი დაიკავა და გაჭირვებით შეინარჩუნა ადგილი უმაღლეს ლიგაში.