ნინო ბურჯანაძისათვის უკრაინის ტერიტორიაზე შესვლა არ აუკრძალავთ

© photo: Sputnik / РИА Новости / გადასვლა მედიაბანკშინინო ბურჯანაძე
ნინო ბურჯანაძე - Sputnik საქართველო
გამოწერა
უკრაინის უსაფრთხოების სამსახურმა უარყო უფრო ადრე გავრცელებული ინფორმაცია ნინო ბურჯანაძის „პერსონა ნონ გრატად“ გამოცხადების თაობაზე.

თბილისი, 3 აგვისტო — Sputnik. უკრაინის უსაფრთხოების სამსახურმა განაცხადა, რომ „დემოკრატიული მოძრაობის“ ლიდერისათვის ნინო ბურჯანაძისათვის ქვეყნის ტერიტორიაზე შესვლა არ აუკრძალავს. ამის შესახებ რუსული საინფორმაციო სააგენტო „რია ნოვოსტი“, უწყების პრეს-სამსახურის ხელმძღვანელზე — ელენა გიტლიანსკაიაზე დაყრდნობით იტყობინება. 

 უფრო ადრე „უკრაინსკაია პრავდა“ წყაროზე დაყრდნობით იტყობინებოდა, რომ უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრომ, უკრაინის უსაფრთხოების სამსახურს წარდგინება გადასცა, ქართველი ოპოზიციონერის, „დემოკრატიული მოძრაობის“ ლიდერის ნინო ბურჯანაძის „პერსონა ნონ გრატად“ გამოცხადების თაობაზე, მის მიერ ყირიმის ანექსიის მხარდამჭერი განცხადებების გამო. 

 „2015 წლის 3 აგვისტოს მდგომარეობით, უკრაინის უსაფრთხოების სამსახურს არ მიუღია გადაწყვეტილება უკრაინის ტერიტორიაზე „დემოკრატიული მოძრაობის“ ლიდერის ნინო ბურჯანაძისათვის შემოსვლის აკრძალვაზე“, — დაწერა გიტლიანსკაიამ თავის Facebook გვერდზე. 

 ცოტა ხნის წინ ნინო ბურჯანაძე ორ დღიანი ვიზიტით მოსკოვში იმყოფებოდა და რუსეთის ხელმძღვანელობასთან შეხვედრების შემდეგ განაცხადა, რომ რუსეთის მთავრობის წარმომადგენლები მზად არიან შეხვდნენ საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებს და ორმხრივი ურთიერთობების მნიშვნელოვანი საკითხები განიხილონ. 

ყველა ახალი ამბავი
0