მაშველები შავი ზღვის კურორტებზე საგანგებო რეჟიმში მუშაობენ

© photo: Sputnikგემი ზღვაში
გემი ზღვაში - Sputnik საქართველო
გამოწერა
3 აგვისტოს, დილიდან 14:00 საათამდე მაშველებმა 15 ადამიანი გადაარჩინეს. დარეგისტრირებულია ადამიანის დაღუპვის ერთი ფაქტი - 22 წლის მამაკაცი გარდაცვლილი იქნა ნაპოვნი ქობულეთის პლიაჟზე.

თბილისი, 3 აგვისტო — Sputnik. ზაფხულის სეზონზე მაშველები შავი ზღვის კურორტებზე საგანგებო რეჟიმში მუშაობენ, იტყობინება შსს-ს გადაუდებელი დახმარების მართვის ცენტრის „112“-ის პრეს-სამსახური.  

მხოლოდ კვირას მაშველებმა დახმარება აღმოუჩინეს 80 დამსვენებელს, რომელთაც დამოუკიდებლად ვერ შეძლეს ნაპირამდე გაცურვა. 3 აგვისტოს, დილიდან 14:00 საათამდე მაშველებმა 15 ადამიანი გადაარჩინეს. დარეგისტრირებულია ადამიანის დაღუპვის ერთი ფაქტი — 22 წლის მამაკაცი გარდაცვლილი იქნა ნაპოვნი ქობულეთის პლიაჟზე. 


ყველა ახალი ამბავი
0