ბურჯანაძე საქართველოს ევროკავშირის სანქციებთან მიერთებით უკმაყოფილოა

© photo: Sputnik / РИА Новости / გადასვლა მედიაბანკშინინო ბურჯანაძე
ნინო ბურჯანაძე - Sputnik საქართველო
გამოწერა

თბილისი, 3 აგვისტო — Sputnik. პარლამენტის ექ-სსპიკერი, პარტია „დემოკრატიული მოძრაობის“ ლიდერი ნინო ბურჯანაძე „მავნებლობად“ მიიჩნევს საქართველოს ევროკავშირის სანქციებთან მიერთებას, რომლებიც ყირიმსა და სევასტოპოლში წარმოებული პროდუქციის ექსპორტის აკრძალვას ითვალისწინებს. 

საქართველო, უკრაინა კიდევ მთელი რიგი ქვეყნები რუსეთისთვის 2016 წლის 23 ივნისამდე სანქციების გახანგრძლივების გადაწყვეტილებას შეუერთდნენ, სანქციების გახანგრძლივების გადაწყვეტილება ევროკავშირმა ყირიმსა და სევასტოპოლში განვითარებული მოვლენების გამო მიმდინარე წლის 19 ივნისს მიღო, განაცხადა ევროპული დიპლომატიის პირველმა პირმა ფედერიკა მოგერინიმ. 

„საქართველოს ხელისუფლების ბოლოდროინდელი, პირდაპირ შეიძლება ითქვას – უპასუხისმგებლო გადაწყვეტილება, ევროკავშირის ქვეყნებთან ერთად შეუერთდეს რუსეთის წინააღმდეგ დაწესებულ სანქციებს, საქართველოს კიდევ უფრო მძიმე მდგომარეობაში ჩააყენებს“, — განუცხადა ბურჯანაძემ ჟურნალისტებს.  

რუსეთის ხელისუფლებამ არაერთხელ გამოთქვა საქართველოსთან ურთიერთობის გაუმჯობესების სურვილი და თბილისის ასეთი გადაწყვეტილება „შეიძლება პირდაპირ მავნებლობად შეფასდეს“, აღნიშნა ბურჯანაძემ.  

ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ სანქციათა რამდენიმე პაკეტი მიიღო, თუმცა საქართველო მხოლოდ ერთ საკითში მიუერთდა მათ. თავდაპირველად ყირიმსა და სევასტოპოლში წარმოებული პროდუქციის ექსპორტის ამკრძალავი სანქცია 2014 წლის 23 აპრილს ერთი წლით მიიღეს. 

 


ყველა ახალი ამბავი
0