რუსეთის საჰაერო-კოსმოსური ძალები საბრძოლო მორიგეობას შეუდგნენ

© photo: Sputnik / Alexander Wilf / გადასვლა მედიაბანკშიმოსკოვი
მოსკოვი - Sputnik საქართველო
გამოწერა
საჰაერო-კოსმოსურ ძალების მოვალეობაშია ავიაციის, ჰაერსაწინააღმდეგო და რაკეტსაწინააღმდეგო თავდაცვის მორიგე ძალების ცენტრალიზებული მართვა, რუსეთის ორბიტული დაჯგუფების კოსმოსური აპარატების გაშვება და მისი მართვა.

თბილისი, 3 აგვისტო — Sputnik. რუსეთის საჰაერო-კოსმოსური ძალების პირველი ცვლა, როგორც შეიარაღებული ძალების ახალი სახეობა, 1 აგვისტოს შეიქმნა და საბრძოლო მორიგეობას შეუდგა, იუწყება ორშაბათს რუსეთის თავდაცვის სამინისტრო. 

 „საჰაერო-კოსმოსური ძალების სამმართველოს ცენტრის პირველი სამორიგეო ცვლა ქვეყნის საჰაერო-კოსმოსური თავდაცვისთვის საბრძოლო მორიგეობას 1 აგვისტოს შეუდგა“, — აღნიშნულია რელიზში.

საჰაერო-კოსმოსურ ძალების მოვალეობაშია ავიაციის, ჰაერსაწინააღმდეგო და რაკეტსაწინააღმდეგო თავდაცვის მორიგე ძალების ცენტრალიზებული მართვა, რუსეთის ორბიტული დაჯგუფების კოსმოსური აპარატების გაშვება და მისი მართვა. ასევე მის კომპეტენციაშია სარაკეტო დაარტყმის შესახებ გაფრთხილება და კოსმოსური სივრცის კონტროლი.

საჰაერო-კოსმოსური ძალების სარდლად სამხედრო-საჰაერო ძალების მოქმედი მთავარსარდალი ვიქტორ ბონდარევი დაინიშნა.


ყველა ახალი ამბავი
0