ერთი მფრინავი დაიღუპა, მეორემ ტვინის შერყევა და სხვადასხვა სახის დაზიანებები მიიღო კვირას რიაზანის ოლქში გამართულ ავიაშოუში "ავიადარტსი" მომხდარი ავიაკატასტროფის დროს.
როგორც რუსეთის საჰაერ-სამხედრო ძალების მთავარმა სარდალმა ვიქტორ ბონდარევმა განაცხადა, რომ ვერტმფრენის ჩამოვარდნა ჰიდროსისტემის გათიშვამ გამოიწვია. ვერტმფრენი შტოპორში მოყვა და მძიმედ დაჯდა, რის შემდეგაც ცეცხლი გაუჩნდა. მან ასევე დაამატა, რომ პილოტები ბოლომდე ცდილობდნენ საბრძოლო მანქანის გადარჩენას.
"მფრინავთა სემადგენლობა ბოლომდე ცდილობდა ვერტმფრენის გადარჩენას", — განაცხადა მან.
რუსეთის თავდაცვის სამინისტროში აცხადებენ, რომ ყველა დემონსტრაციული ფრენა უსაფრთხოების მოთხოვნების მკაცრად დაცვით სრულდებოდა. საპილოტო ჯგუფების ფრენები მაყურებელთა ტრიბუნებიდან უსაფრთხო მანძილზე მიმდინარეობდა, ამიტომ მაყურებელთათვის რისკი გამორიცხული იყო, ხაზი გაუსვეს სამხედრო დაწესებულების პრეს-სამსახურში.
საბრძოლო ვერტმფრენი მი-28ნ "ღამის მონადირე" დამრტყმელი ვერტმფრენია, რომლის დანიშნულებაა იპოვოს და გაანადგუროს ტანკები, ბრონირებული და არაბრონირებული ტექნიკა, ასევე მოწინააღმდეგის ფეხოსანთა არმია ბრძოლის ველზე და დაბალსიჩქარიანი საჰაერო სამიზნეები.