რუსმა მედესანეებმა 2 აგვისტოს საჰაერო-სადესანტო არმიის 85-ე საიუბილეო დღე აღნიშნეს.
მოსკოვში გორკის სახელობის კულტურისა და დასვენების ცენტრალურ პარკში ასობით ადამიანმა მოიყარა თავი, რათა საჰაერო-სადესანტო არმიის დღისათვის მიძღვნილ საზეიმო ღონისძიებებში მონაწილეობა მიეღოთ. მაყურებლებს საკონცერტო პროგრამა წარმოუდგინეს. საღამოს შადრევნებში ტრადიციული ბანაობის გარეშე არ ჩაუვლია.
გორკის პარკში ამ ზეიმის აღნიშვნა უკვე 20 წელია ტრადიციად იქცა. 1990-იან წლებში ამ დღეს პარკში სპორტული დესანტირება ტარდებოდა. 1997 წელს მოსკოვის თავზე ფრენა აიკრძალა, ხოლო პარკში შეკრების ტრადიცია დამკვიდრდა.
2015 წელი საჰაერო-სადესანტო არმიის 85-ე საიუბილეო წელია. დესანტის პირველი გადასხმა 1930 წელს შედგა.
საჰაერო-სადესანტო არმიის პირად შემადგენლობასა და ვეტერანებს ეს დღე მიულოცეს პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა, პრემიერ-მინისტრმა დიმიტრი მედვედევმა და თავდაცვის მინისტრმა სერგეი შოიგუმ.
საჰაერო-სადესანტო არმია რუსული შეიარაღებული ძალების მაღალმობილური ჯარის სახეობაა, რომლის დანიშნულებაცაა ჰაერში მოწინააღმდეგის განადგურება და მტრის ზურგში საბრძოლო ქმედებების წარმოება.
დღეს სააერო-სადესანტი არმია შედგება ორი სადესანტო-შემტევი და ორი საჰაერო-სადესანტო დივიზიისგან, ოთხი სადესანტო-შემტევი ცალკეული ბრიგადისგან, სპეცდანიშნულების 45-ე ცალკეული ბრიგადისგან (ადრე სადაზვერვო პოლკი ეწოდებოდა) და სხვა ნაწილებისგან.
საჰაერო-სადესანტო არმიის იტორია უშუალო კავშირშია არმიის გენერალ ვასილი მარგელოვის სახელთან დაკავშირებული. ის საჰაერო-სადესანტო არმიის, მედესანტე №1-ის სარდალი იყო 1954-1959 და 1961-1979 წლებში. სარდლის სახსოვრად მედესანტეები საკუთარ თავს "ბიძია ვასიას არმიას" უწოდებენ.