ბურჯანაძე: ივანიშვილის მიზანი სააკაშვილის პოლიტიკური რეაბილიტაცია იყო

© photo: Sputnik / РИА Новости / გადასვლა მედიაბანკშინინო ბურჯანაძე
ნინო ბურჯანაძე - Sputnik საქართველო
გამოწერა
გასულ უქმეებზე ცნობილი გახდა, რომ ინტერპოლმა უარი უთხრა საქართველოს ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის წითელი ცირკულარით ძებნის გამოცხადებაზე.

თბილისი, 3 აგვისტო — Sputnik. პარლამენტის ექს-სპიკერი, პარტია „დემოკრატიული მოძრაობის“ ლიდერი ნინო ბურჯანაძე მიიჩნევს, რომ  ბიძინა ივანიშვილი ხელისუფლებაში საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილისა და მისი გუნდის „პოლიტიკური რეაბილიტაციისთვის“ მოვიდა.  

„ბიძინა ივანიშვილის ხელლისუფლებაში მოსვლის მიზანი არა მოძალადე რეჟიმის დასჯა, სამართლიანობის აღდგენა და დატერორებული ხალხისთვის უკანონოდ ჩამორთმეული ქონების დაბრუნება, არამედ მიხეილ სააკაშვილისა და მისი გუნდის პოლიტიკური რეაბილიტაცია იყო“, — განუცხადა ჟურნალისტებს ნინო ბურჯანაძემ 3 აგვისტოს. 

მისი თქმით, მხოლოდ ასე შეიძლება აიხსნას ის, რომ სააკაშვილის თანამებრძოლები ინტერპოლის ძებნიდან იხსნებიან და სხვა ქვეყნებში წამყვან პოლიტიკურ თანამდებობებზე ინიშნებიან.  

გასულ უქმეებზე ცნობილი გახდა, რომ ინტერპოლმა უარი თქვა საქართველოს ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის წითელი ცირკულარით ძებნის გამოცხადებაზე. ინტერპოლმა ასევე ძებნიდან მოხსნა საქართველოს თავდაცვის ექ-სმინისტრი დავით კეზერაშვილი. 


ყველა ახალი ამბავი
0