ცხელი ამინდი მთელ საქართველოში შენარჩუნდება

© photo: Sputnik / Igor Zarembo / გადასვლა მედიაბანკშიმზის ჩასვლა
მზის ჩასვლა - Sputnik საქართველო
გამოწერა
საქართველოს დედაქალაქში პარასკევამდე ჰაერის ტემპერატურა 36-38 გრადუსი იქნება, უქმეებზე კი 34-36 გრადუსამდე შემცირდება.

თბილისი, 3 აგვისტო — Sputnik. კვირის ბოლომდე მთელ საქართველოში ჰაერის მაღალი ტემპერატურა შენარჩუნდება, განაცხადა გარემოს დაცვის ეროვნული სააგენტოს წარმომადგენელმა.

„კვირის ბოლომდე მთელს საქართველოში 35-39 გრადუსი სითბო იქნება“, — განაცხადა ორშაბათს, 3 აგვისტოს გარემოს დაცვის ეროვნული სააგენტოს მოკლევადიანი პროგნოზირების განყოფილების უფროსმა დოდო გვაზავამ.

საქართველოს შავი ზღვის სანაპიროზე ნალექი ამ კვირაში მოსალოდნელი არ არის. დასავლეთ საქართველოში ხუთშაბათამდე, 6 აგვისტომდე ტემპერატურა 30-32 გრადუს ნიშნულზე შენარჩუნდება, შემდეგ მოიმატებს და კვირის ბოლომდე 32-34 გრადუსს მიაღწევს.

აღმოსავლეთში ჰაერის ტემპერატურა პარასკევისთვის დაახლოებით 36 გრადუსი იქნება. კვირის ბოლოს ხანმოკლე წვიმაა მოსალოდნელი.

საქართველოს დედაქალაქში პარასკევამდე ჰაერის ტემპერატურა 36-38 გრადუსი იქნება, უქმეებზე კი 34-36 გრადუსამდე შემცირდება.


ყველა ახალი ამბავი
0