მსოფლიო ხელისგულზე - Sputnik საქართველო
მსოფლიო დღეს
მსოფლიოში მიმდინარე უახლესი ახალი ამბები, მსოფლიოს წინაშე მდგარი გამოწვევები, აქტუალური თემები, მიმოხილვა და ანალიზი იხილეთ Sputnik საქართველოს ვებგვერდზე.

ბოევიკი მინსკის ცენტრში: მედესანტეებმა პუბლიკას საკუთარი ოსტატობა უჩვენეს

გამოწერა
სპეციალური ოპერაციების ძალების სამხედრო მოსამსახურეებმა პროფესიულ დღესასწაულზე შეიარაღებული ბანდფორმირებების შეტევის მოგერიების სცენარი გაითამაშეს. იხილეთ ვიდეო, თუ როგორ გახსნეს ცეცხლი ჯავშანმანქანებმა მინსკის ცენტრში.

სპეციალური ოპერაციების ძალების სამხედრო მოსამსახურეებმა პროფესიულ დღესასწაულზე შეიარაღებული ბანდფორმირებების შეტევის მოგერიების სცენარი გაითამაშეს. იხილეთ ვიდეო, თუ როგორ გახსნეს ცეცხლი ჯავშანმანქანებმა  მინსკის ცენტრში.

სცენარის თანახმად, შეიარაღებულმა ბოევიკებმა  კომსომოლსკის ტბის  ერთ-ერთი კუნძული დაიპყრეს და იქ გამაგრდნენ. თუმცა ბელორუსმა მედესანტეებმა, ძლიერი წინააღმდეგობის მიუხედავად, ბოევიკები იმ ჯავშანტრანსპორტის საშუალებით გააძევეს, რომლებიც განცვიფრებული მნახველების წინაშე ნაპირიდან პირდაპირ სვისლოჩში გადავიდნენ და კუნძულს ალყა შემოარტყეს, იუწყება Sputnik ბელორუსია. 

გარდა ამისა, სამხედრო მოსამსახურეებმა სტუმრებს უჩვენეს, თუ როგორ ხდება სპეცდანიშნულების რაზმის ჯგუფის სასწრაფო ევაკუაცია წყლიდან ვერტმფრენის საშუალებით.

ღონისძიების სტუმრებს ასევე შეეძლოთ ეხილათ ბელორუსი მედესანტეების თანამედროვე ეკიპირება, სნაიპერის კოსტიუმისა და ზამთრის კამუფლაჟის ჩათვლით. მათ ასევე შესაძლებლობა ჰქონდათ დასწრებოდნენ გამოფენას, რომელიც დიდი სამამულო ომის მუზეუმში სპეციალურად მედესანტეთა დღისათვის გაიხსნა. 


ყველა ახალი ამბავი
0