„საქართველოს მარათონი სიცოცხლის გადასარჩენად“ თბილისში სექტემბერში ჩატარდება

© photo: Sputnik / Vladimir Fedorenko / გადასვლა მედიაბანკშიმარათონი
მარათონი - Sputnik საქართველო
გამოწერა
თბილისის მარათონი ორ ტურად გაიმართება. პირველ ტურში გათვალისწინებულია სირბილი 5 კმ დისტანციაზე, ხოლო მეორეში — სპორტული სიარული 2 კმ-ზე.

თბილისი, 3 აგვისტო —Sputnik. „საქართველოს მარათონი სიცოცხლის გადასარჩენად“ თბილისში 20 სექტემბერს, კუს ტბის  მიმდებარე ტერიტორიაზე ჩატარდება.  

მარათონი მკერდის კიბოს პრევენციის კამპანიის ფარგლებში ტარდება. 

თბილისის მარათონი ორ ტურად გაიმართება. პირველ ტურში გათვალისწინებულია სირბილი 5 კმ დისტანციაზე, ხოლო მეორეში — სპორტული სიარული 2 კმ-ზე. 

„ჩვენ არ გვაქვს არც ასაკობრივი და არც მარათონში მონაწილეთა რაოდენობაზე შეზღუდვები. ჩვენი სპონსორების მიერ დაწესებულ სიმბოლურ პრიზებს — სასაჩუქრე ჩანთებს — ქალთა და მამაკაცთა შორის ყველაზე სწრაფ მორბენლებს და ასევე  მარათონის ყველაზე ახალგაზრდა და ყველაზე უხნეს მონაწილეს დავასაჩუქრებთ“, — განაცხადა პროექტის ერთ-ერთმა ორგანიზატორმა მარინე დავითულიანმა. 

აქციის ორგანიზატორები არიან არასამთავრობო ორგანიზაცია „ჰერა“ და სუზანკომენის სარძევეჯირკვლისკიბოსფონდი საქართველოში. 

მსგავსი მარათონები დიდი პოპულარობით სარგებლობს აშშ-ში, გერმანიაში, იტალიასა და სხვა ქვეყნებში. საქართველოში მარათონი უკვე მეათე წელია უწყვეტად ტარდება.  

 


ყველა ახალი ამბავი
0