თბილისი, 3 აგვისტო — Sputnik. თბილისის მერია სახსრებს გამოყოფს წყალდიდობით დაზარალებული თბილისის ზოოპარკის დროებით კეთილმოსაწყობად, განაცხადა მერიის გამწვანებისა და ეკოლოგიის საქალაქო სამსახურის ხელმძღვანელმა ბიძინა გიორგობიანმა. ვოლიერების მოსაწყობად ქალაქის ბიუჯეტიდან 55 ათასი ლარი (დაახლოებით 24,2 ათასი აშშ დოლარი), ხოლო ტერიტორიის შემოსაღობად — 2 მლნ ლარი (დაახლოებით 881 ათასი აშშ დოლარი) გამოიყოფა.
ახალ ადგილზე გადასვლამდე ზოოპარკი ძველი ტერიტორიის მოწყობას ცდილობს, რათა დამთვალიერებლების მიღება შეძლოს. უქმე დღეებში ზოოპარკი ქალაქის მერმა დავით ნარმანიამ და ქალაქის მთავრობის წარმომადგენლებმა დაათვალიერეს.
„განვიხილეთ ზოოპარკის შემოღობვასა და გაზიფიცირებასთა ნდაკავშირებული საკითხები, ვისაუბრეთ ვოლიერების გაკეთებაზეც. ეს ყველაფერი საჭიროა ზოოპარკი სინფრასტრუქტურის მოსაწესრიგებლად, რის შემდეგაც შესაძლებელი იქნებ ავიზიტორების მიღება“, —განაცხადა დავით ნარმანიამ.