თბილისი, 3 აგვისტო — Sputnik. საქართველოს 2015 წლის ივლისის თვეში რუსეთის 140,390 ათასი მოქალაქე ეწვია, რაც გასული წლის ივლისის თვის მაჩვენებელზე 6,6%-ით მეტია, იუწყება ორშაბათს, 3 აგვისტოს საქართველოს შსს-ს საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტი.
რუსეთს, საქართველოში ჩამოსული სტუმრების რაოდენობით, მეოთხე ადგილი უკავია.
წელს საქართველოში ვიზიტების რაოდენობით სომხეთის მოქალაქეები ლიდერობენ — ივლისის თვეში მეზობელი ქვეყნიდან 180,099 ათასი ადამიანი ჩამოვიდა, რაც გასულ წელთან შედარებით 11,9%-ით მეტია.
მეორე ადგილზე აზერბაიჯანის მოქალაქეები არიან — 160,285 ათასი ადამიანი (ზრდა — 7,9%).
საქართველოში ჩამოსულთა რაოდენობით მესამე ადგილზე თურქეთის მოქალაქეები არიან. 2015 წლის ივლისში თურქეთიდან საქართველოს 152,178 ათასი ადამიანი სტუმრობდა, რაც გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 12%-ით მეტია.
საერთო მონაცემებით, საქართველოს ივლისის თვეში 737,696 ათასი ადამიანი ეწვია.