თბილისი, 3 აგვისტო — Sputnik. თემქის დასახლებაში, თბილისის ზღვასთან ახლოს, სამი ავტომობილის შეჯახების შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა, ოთხი კი დაშავდა, იუწყება ორშაბათს, 3 აგვისტოს „სასწრაფო დახმარების“ პრეს-სამსახური.
„დაშავებულთა შორის ერთი ფეხმძიმეა. ისინი პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში და თემქის მეხუთე საავადმყოფოებში გადაიყვანეს“, — განაცხადა პრეს-სამსახურის წარმომადგენელმა.
შსს-მ მომხდარი ფაქტის გამოძიება დაიწყო. საქმე აღიძრა სსკ-ის მუხლით — „ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევა, რომელსაც ადამიანის მსხვერპლი მოჰყვა“. აღნიშნული დანაშაული ოთხიდან შვიდ წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.