თბილისის ცენტრში ჩატარდა ველოსიპედისტთა აქცია სახელწოდებით:კრიტიკული მასა". ვაკის პარკთან ათობით ბაიკერმა მოიყარა თავი და ქალაქის ცენტრალური ქუჩები შემოიარა.
ველოსიპედისტთა აქციის ორგანიზება სოცქსელების საშუალებით მოხერხდა. აქციის ჩატარების ადგილზე წესრიგს და მის ცენტრში გადაადგილებისას თანხლებას საქართველოს საპატრულო პოლიციის თანამშრომლები უზრუნველყოფდნენ.
აქცია თბილისში ველოსიპედისტთა პრობლემების მიმართ ყურადღების მიპყრობის მიზნით ჩატარდა. მათი რაოდენობა ყოველდღიურად იზრდება. საქართველოს დედაქალაქში არ არსებობს ველოსიპედისათვის განკუთვნილი გზები, მძროლებს და ტროტუარზე მოსიარულე ქვეითებს არ სურთ მათთვის გზის დათმობა, ამიტომ ბაიკერებს საავტომობილო გზაზე უწევთ გადაადგილება, რითაც სიცოცხლისათვის საფრთხეს უქმნიან საკუთარ თავს.