კომპანიამ Apple რუსეთში დაიწყო საათების გაყიდვა, რომლებიც არა მხოლოდ დროს უჩვენებენ, არამედ სოციალურ ქსელებში შესვლის, დარეკვისა და ავიაბილეთების შეძენის საშუალებას იძლევა. იხილეთ ვიდეო, როგორ სინჯავენ მაღაზიებში პირველი რუსი მყიდველები სიახლეს.
Apple Watch გაყიდვები რუსეთში გასულ პარასკევს, დასავლეთში მისი გამოჩენიდან 3 თვის შემდეგ დაიწყო. მოსკოვში ეს მოვლენა "ცუმში" Apple shop ახალი ფორმატის მაღაზიის გახსნას დაემთხვა.
"ჭკვიანი საათები" სამ კოლექციაშია წარმოდგენილი: Apple Watch Sport (23,990-დან 27,990 რუბლამდე), Apple Watch (37,990-დან 78,990 რუბლამდე) და Apple Watch Edition, რომლის კორპუსიც 18 კარატიანი ვარდისფერი ან ყვითელი ოქრისგანაა დამსაზდებული (660-დან 1,120 000 რუბლამდე).
პირველმა ვიზიტორებმა მაღაზიასთან შეკრება მის გახსნამდე დაიწყეს.
"გახსნის მომენტიდან, 10:00 საათიდან მაღაზიაში უკვე ძალიან ბევრი ხალხი იყო… დაახლოებით 30 000 ადამიანი", — უთხრა "რია ნოვოსტის" "ცუმის" თანამშრომელმა, რომელიც Apple-ის მაღაზიის გვერდით მუშაობს.
დღეისათვის Aplle-ს მთელს მსოფლიოში უკვე 8 მილიონი მაღაზია აქვს, რომლებიც Apple Watch-ს ყიდიან: 10 Corso como (იტალია), Boontheshop (სამხრეთ კორეა), The Corner (ბერლინი), Colette (პარიზი), Dover Street Market ლონდონსა და ტოკიოში, Malmaison (სინგაპური) და Maxfield (ლოს-ანჯელესი).