მსოფლიო ხელისგულზე - Sputnik საქართველო
მსოფლიო დღეს
მსოფლიოში მიმდინარე უახლესი ახალი ამბები, მსოფლიოს წინაშე მდგარი გამოწვევები, აქტუალური თემები, მიმოხილვა და ანალიზი იხილეთ Sputnik საქართველოს ვებგვერდზე.

პირველი მსოფლიო ომი და რუსეთის იმპერიის დაცემა: კადრები არქივიდან

გამოწერა
1914 წლის 1 აგვისტოს გერმანიამ რუსეთს ომი გამოუცხადა. იხილეთ რუსეთისათვის პირველ მსოფლიო ომში მონაწილეობის ტრაგიკული დასასრულის საარქივო კადრები.

1914 წლის 1 აგვისტოს გერმანიამ რუსეთს ომი გამოუცხადა. იხილეთ რუსეთისათვის პირველ მსოფლიო ომში მონაწილეობის ტრაგიკული დასასრულის საარქივო კადრები.

პირველი მსოფლიო ომი — მსოფლიო მასშტაბის პირველი საომარი კონფლიქტი, რომელშიც იმ დროისათვის არსებული 59 დამოუკიდებელი სახელმწიფოდან 38 ღებულობდა მონაწილეობას, იუწყება „რია ნოვოსტი“.

ომის მთავარი მიზეზი ორი მსხვილი ბლოკის — ანტანტისა (რუსეთის, ინგლისისა და საფრანგეთის კოალიცია) და სამთა კავშირის (გერმანიის, ავსტრია-უნგრეთისა და იტალიის კოალიცია) ზესახელმწიფოებს შორის შეუთანხმებლობა გახდა.

შეიარაღებული დაპირისპირების დაწყების საბაბი ორგანიზაცია „მლადა ბოსნას“ წევრი გიმნაზისტის გავრილო პრინციპის ტერაქტი გახდა, რომლის დროსაც 1914 წლის 28 ვნისს (თარიღები შეესაბამება ახალ სტილს) სარაევოში ავსტრიის სამეფო ტახტის მემკვიდრე ერცჰერცოგი ფრანც ფერდინანდი და მისი მეუღლე მოკლეს. 

23 ივლისს ავსტრია-უნგრეთმა სერბეთს ულტიმატუმი წაუყენა, რომელშიც ქვეყნის მთავრობას ტერორიზმის მხარდაჭერაში ადანაშაულებდა და ტერიტორიაზე საკუთარი სამხედრო ფორმირებების დაშვება მოითხოვა. მიუხედავად იმისა, რომ სერბეთის მთავრობის ნოტა კონფლიქტის დარეგულირების შესახებ მზადყოფნას გამოხატავდა, ავსტრიის მთავრობამ განაცხადა, რომ ის უკმაყოფილოა, და სერბეთს ომი გამოუცხადა. 28 ივლისს ავსტრია-უნგრეთი — სერბეთის საზღვარზე საომარი ქმედებები დაიწყო.

30 ივლისს რუსეთმა საერთო მობილიზაცია გამოაცხადა, რათა სერბეთთან მოკავშირეობის საკუთარი მოვალეობები შეესრულებინა. გერმანიამ ეს მიზეზი გამოიყენა იმისათვის, რომ 1 აგვისტოს რუსეთისათვის ომი გამოეცხადებინა, 3 აგვისტოს კი — საფრანგეთისათვის და ნეიტრალური ბელგიისათვის, რომელმაც უარი თქვა საკუთარი ტერიტორიაზე გერმანიის არმიის გატარებაზე. 4 აგვისტოს დიდმა ბრიტანეთმა და მისმა დომინიონებმა გერმანიას გამოუცხადა ომი, 6 აგვისტოს კი ავსრიასა და რუსეთს.

1914 წლის აგვისტოში ომში ჩაერთო იაპონია, ოქტომბერში კი — გერმანია-ავსტრიის ბლოკის მხარეს ომში ჩაება თურქეთი. 1915 წლის ოქტომბერში ეგრედ წოდებული ცენტრალური სახელმწიფოების ბლოკს შეუერთდა ბულგარეთი.

1915 წლის მაისში დიდი ბრიტანეთის დიპლომატიური წნეხის შედეგად იტალიამ, რომელმაც თავიდან ნეიტრალური პოზიცია დაიჭირა, ომი გამოუცხადა ავსტრია-უნგრეთს, 1916 წლის 28 აგვისტოს კი — გერმანიას.

მთავარი სახმელეთო ფრონტები გახდა დასავლური (საფრანგეთი) და აღმოსავლური (რუსული) ფრონტები, საომარი ქმედებების ძირითადი საზღვაო თეატრები კი — ჩრდილოეთის, ხმელთაშუა და ბალტიის ზღვები.

საომარი ქმედებები დაიწყო დასავლეთის ფრონტზე — გერმანიის არმია მოქმედებდა შლიფენის გეგმის მიხედვით, რომელიც ბელგიის გავლით საფრანგეთზე დიდი ძალებით შეტევას გულისხმობდა. თუმცა გერმანიის გათვლა საფრანგეთის სწრაფ განადგურებაზე არასწორი აღმოჩნდა, 1914 წლის ნოემბრის შუაში ომმა დასავლეთ ფრონტზე პოზიციური ხასიათი მიიღო. დაპირისპირება გერმანიის ბელგიასა და საფრანგეთთან საზღვრის მიმდებარედ, 970 კილომეტრი სიგრძის თხრილის გაყოლებაზე მიმდინარეობდა. 1918 წლის მარტამდე ფრონტის ხაზის ნებისმიერი, თუნცად უმნიშვნელო ცვლილებები, ორივე მხრიდან უზარმაზარ დანაკარგებთან იყო დაკავშირებული.

ომის სანამევრო პერიოდში აღმოსავლეთ ფრონტი რუსეთის გერმანიასთან და ავსტრია-უნგრეთთან საზღვრის გაყოლებაზე მდებარეობდა, შემდეგ კი ძირითადად რუსეთის დასავლეთ საზღვრის ზოლზე გადაინაცვლა. 1914 წლის აღმოსავლეთ ფრონტზე კამპანიის დასაწყისი რუსული არმიის მიერ საფრანგეთის წინაშე ვალდებულებების შესრულების სურვილით აღინიშნებოდა. რუსეთი ვალდებული იყო დასავლეთ ფრონტიდან გერმანული ძალები საკუთარი ტერიტორიისაკენ მიეზიდა. ამ პერიოდში ორი დიდი ბრძოლა გაიმართა — აღმოსავლურ-პრუსიული ოპერაცია და გალიცინის ბრძოლას, რომლების დროსაც რუსულმა არმიამ ავსტრია-უნგრული ჯარი დაამარცხა, დაიკავა ლვოვი და მოწინააღმდეგე კარპატებამდე შეავიწროვა დიდი ავსტრიული ციხე-სიმაგრის პერემიშლის დაბლოკვით. თუმცა ჯარისკაცებისა და ტექნიკის დანაკარგი კოლოსალური იყო, სატრანსპორტო გზების უქონლობის გამო ცოცხალი ძალითა და საბრძოლო მასალით შევსება გვიანდებოდა, ამიტომ რუსულმა არმიამ წარმატებას ვერ მიაღწია.

1914 წლის კამპანია საბოლოოდ ანტანტის სასარგებლოდ დასრულდა. გერმანული ჯარები დამარცხდნენ მარნაზე, ავსტრიული — გალიცინსა და სერბეთში, თურქული — სარიკამიშთან. შორეულ აღმოსავლეთში იაპონიამ ცზიაოჩჟოუს პორტი, კაროლინის, მარიანისა და მარშალოვის კუნძულები დაიპყრო, რომლებიც გერმანიის არმიას ეკუთვნოდა, მათი დანარჩენი სამფლობელოები წყნარ ოკეანესთან კი ინგლისმა დაიპყრო. მოგვიანებით, 1915 წლის ივლისში, ინგლისის არმიამ ხანგრძლივი ბრძოლის შემდეგ გერმანიის სამხრეთ-დასავლური აფრიკა აიღო (გერმანული პროტექტორატი აფრიკაში). 

პირველი მსოფლიო ომი ახალი საბრძოლო საშუალეებისა და შეიარაღების გამოცდით აღინიშნებოდა. 1914 წლის 8 ოქტომბერს პირველად განხორციელდა ავიაშეტევა: ბრიტანული თვითმფრინავები თავს დაესხნენ ფრიდრიხშაფენში არსებულ დირიჟაბლების მწარმოებელ სახელოსნოს. ამის შემდეგ დაიწყო ახალი კლასის თვითმრინავების — ბომბარდირების წარმოება.

მარცხით დასრულდა დარდანელის ფართონასშტაბიანი სადესანტო ოპერაცია (1915-1916) — საზღვაო ექსპედიცია, რომელიც ანტანტის ქვეყნებმა 1915 წლის დასაწყისში აღჭურვეს კონსტანტინოპოლის აღების, რუსეთთან შავი ზღვის გავლით დაკავშირების, დარდანელისა და ბოსფორის სრუტეების გახსნის, თურქეთის ომიდან გაყვანისა და ბალკანეთის სახელმწიფოების მიმხრობის მიზნით. 1915 წლის ბოლოს გერმანიისა და ავსტრია-უნგრეთის ჯარებმა რუსეთი აღმოსავლეთის ფრონტიდან და თითქმის მთელი გალიციიდან, ასევე რუსული პოლონეთის დიდი ნაწილიდან განდევნეს.    

1915 წლის 22 აპრილს იპრთან ბრძოლებში (ბელგია) გერმანიამ პირველად გამოიყენა ქიმიური იარაღი. ამის შემდეგ მომწამვლელ გაზებს (ქლორი, ფოსგენი და მოგვიანებით იპრი)  ორივე მხარე რეგულარულად იყენებდა. 

1016 წლის კამპანიაში გერმანიამ მთავარი ძალისხმევა კვლავ დასავლეთისკენ მიმართა საფრანგეთიდან საფრანგეთის გაყვანის მიზნით, მაგრამ საფრანგეთზე მძლავრი შეტევა ვერდენის ოპერაციისას კრახით დასულდა. ამას ხელს უწყობდა რუსული სამხრეთ-დასავლეთი ფრონტი, რომელმაც ავსტრია-უნგრეთის გრონტი გაარღვია გალიციასა და ვოლინაზე. ფრანგულ-ინგლისურმა ჯარებმა გადამწყვეტი შეტევა მიიტანეს მდინარე სომაზე, მაგრამ მიუხედავად უზარმაზარი ძალისხმევისა, გერმანული თავდაცვა ვერ გაარღვიეს.  ამ ოპერაციისას ინგლისელებმა პირველად გამოიყენეს ტანკები. ზღვაზე გაიმართა უმსხვილესი ბრძოლა, რომელსაც იუტლანდის ბრძოლა ეწოდა, და რომელშიც გერმანიის ფლოტი დამარცხდა. საბოლოო ჯამში 1916 წლის სამხედრო კამპანიისას ანტანტამ სტრატეგიული ინიციატივა იგდო ხელთ. 

1016 წლის ბოლოს გერმანია და მისი მოკავშირეები პირველად ალაპარაკდნენ საზავო ხელშეკრულებაზე. ანტანტამ უარყო ეს წინადადება. ამ დროისათვის ომში მონაწილე სახელმწიფოების არმიები 756 დივიზიას ითვლიდნენ — ანუ ორჯერ მეტს, ვიდრე ომის დასაწყისში. თუმცა მათ უკვე დაკარგული ჰყავდათ კვალიფიციური სამხედრო კადრები. ჯარისკაცთა ძირითადი მასა — ეს ვადამდელი წვევამდელები  და სუსტად მომზადებული ჯარისკაცები იყვნენ.   

1917 წელს მოწინააღმდეგეების ძალთა ბალანსი ძირეულად სეცვალა ორმა მოვლენამ.

1917 წლის 6 აპრილს აშშ-მა, რომელიც დიდხანს ინარჩუნებდა ნეიტრალიტეტს, გერმანიასთან ომის დაწყების გადაწყვეტილება მიიღო. ამის ერთ-ერთი საბაბი ირლანდიის საზღვართან მომხდარი ინციდენტი გახდა, როდესაც გერმანულმა წყალქვეშა ნავმა აშშ-დან ინგლისში მიმავალი  ბრიტანული ლაინერი „ლუზიტანია“ ჩაძირა, რომელზეც ამერიკელთა დიდი ჯგუფი იმყოფებოდა. მაშინ 128 ამერიკელი დაიღუპა. 

აშშ-ის კვალდაკვალ 1917 წელს ანტანტის მხარეს ომში ჩაერთვნენ ჩინეთი, საბერძნეთი, ბრაზილია, კუბა, პანამა, ლიბერია და სიამი.  

მეორე სერიოზული ცვლილება ძალთა კონფრონტანციაში ომიდან რუსეთის გასვლამ გამოიწვია. 1917 წლის 15 დეკემბერს, რუსეთის ახალმა ხელისუფლებამ, ბოლშევიკებმა ხელი მოაწერეს საზავო ხელშეკრულებას. 1918 წელს დაიდო ბრესტ-ლიტვის ზავი, რომლის თანახმადაც რუსეთმა პოლონეთზე, ესტონეთზე, უკრაინაზე, ბელორუსის ნაწილზე, ლატვიაზე, ამიერკავკასიასა და ფინეთზე საკუთარ უფლებებზე უარი განაცხადა.  ხოლო არდაგანი, ყარსი და ბათუმი თურქეთის ხელში გადავიდა.

სულ რუსეთმა დაახლოებით 1 მლნ კვადრატული კილომეტრი ტერიტორია დაკარგა. ამას გარდა, მას დაეკისრა გერმანიისთვის 6 მილიარდი მარკის კონტრიბუციის სახით გადახდა. 

კამპანიის უმსხვილესმა ბრძოლებმა 1917 წელს — ნეველის შეტევამ და კამბრესთან ოპერაციამ ომში ტანკების გამოყენების ხელსაყრელობა აჩვენა, რის შემდეგაც სათავე დაედო ქვეითთა, არტილერიის, ტანკებისა და ავიაციის უერთიერთშეთანხმებული მოქმედების ტაქტიკას.  

1918 წლის 8 აგვისტოს ამიენთან ბრძოლაში მოკავშირეთა ძალებმა გერმანიის ფრონტი გაგლიჯეს. ტყვედ თითქმის უომრად ჩაბარდნენ მტელი დივიზიები. ეს ბრძოლა იქცა ბოლო უმსხვილეს ბატალიად ამ ომში. 

1918 წლის 29 სექტემბერს საზავო ხელშეკრულებას ხელი მოაწერა ბულგარეთმა,  ოქტომბერში კაპიტულაცია გამოაცხადა თურქეთმა, ხოლო 3 ნოემბერს — ავსტრია-უნგრეთმა. 

გერმანიაში დაიწყო სახალხო მღელვარება და მასობრივი აჯანყებები. ჯარისკაცებს ჩრდილოეთ გერმანიაში ჯარისკაცთა და მეზღვაურთა დეპუტატების საბჭოების დამყარება სურდათ — რუსეთის მსგავსად.  9 ნოემბერს კაიზერი ვილჰელმ II ტახტიდან გადადგა და ქვეყანაში რესპუბლიკა გამოცხადდა. 

1918 წლის 11 ნოემბერს კომპიენის ტყეში (საფრანგეთი), სადგურ რეტონდაზე გერმანიის დელეგაციამ ხელი მოაწერა კომპიენის ზავს. გერმანელებს ორ კვირაში უნდა გაეთავისუფლებინათ ოკუპირებული ტერიტორიები, რეინის მარჯვენა სანაპიროზე დაეარსებინათ ნეიტრალური ზონა, გადაეცათ მოკავშირეებისათვის იარაღი და ტრანსპორტი, გაეთავისუფლებინათ ტყვეები.  

გერმანიასთან ზავის საბოლოო პირობები პარიზში, ვერსალის სასახლეში გამართულ  სამშვიდობო კონფერენციაზე განისაზღვრა 1919 წლის 28 ივნისს. 

პირველი მსოფლიო ომი, რომელმაც კაცობრიობის ისტორიაში პირველად, ორი კონტინენტი (ევრაზია და აფრიკა) და ზღვის უზარმაზარი აკვატორიები მოიცვა, ძირეულად შეცვალა მსოფლიო რუკა და ერთ-ერთ ყველაზე მასშტაბურ და სისხლიან ომად იქცა. 

ომში სულ მობილიზებული იყო 70 მლნ ადამიანი, რომელთაგან 9.5 მლნ დაიღუპა, ხოლო 20 მლნ-ზე მეტი დაიჭრა — აქედან  3.5  მლნ დახეიბრდა. ყველაზე მეტი დანაკლისი ჰქონდა გერმანიას, რუსეთს, საფრანგეთსა და ავსტრია-უნგრეთს (მთელი დანაკარგების 66,6%).

ომის საერთო ღირებულება სხვადასხვა შეფასებებით 208-დან 359 მლრდ დოლარს შეადგენდა.  

მასალა მომზადებულია ღია წყაროებით გავრცელებული ინფორმაციის საფუძველზე. 


ყველა ახალი ამბავი
0