თბილისი, 3 აგვისტო — Sputnik. რუსი როკ-მუსიკოსი ბორის გრებენშჩიკოვი უკრაინაში ჩავიდა, სადაც ოდესის ოლქის გუბერნატორს მიხეილ სააკაშვილს შეხვდა. შეხვდრის შესახებ სააკაშვილმა „ფეისბუქის“ საკუთარ გვერდზე დაწერა, იუწყება რუსული საინფორმაციო სააგენტო „რია ნოვოსტი“.
„სტუმრად ბორის გრებენშჩიკოვი გვყავდა. ის თბილისსა და კიევში გამათული კონცერტების შემდეგ გვეწვია და თავისი შთაბეჭდილებები გაგვიზიარა“, — აღნიშნა სააკაშვილმა.
ივნისში მიხეილ სააკაშვილი ოდესის გუბერნატორის რანგში, რუს ტელეწამყვანს ქსენია სობჩაკს შეხვდა, ხოლო ივლისში სოციალურ სფეროში თავის მოადგილედ კიროვის ოლქის გუბერნატორის ყოფილი მრჩეველი მარია გაიდარი დანიშნა.